ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2022, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T13799 - ტენდერი ჰელიო სისტემების შეძენაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი, წარმოადგენს ააიპ ორგანიზაციას, რომელიც 2018 წლიდან ანხორციელებს სხვადასხვა აქტივობებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის.

ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, ევროპის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მზის პანელები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში – განახლებადი/ალტერნატიული ენერგია უკეთესი განათლებისა და გარემოს დაცვისთვის“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ჰელიო სისტემების შეძენაზე.

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ჩაბარების ვადები
  • მასალის ხარისხი - CE სერტიფიკატის ქონა.
  • მასალების სანდო გზით მიწოდება
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
  • გარანტიის პირობები

Tetritskaro LAG არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 18.07.2022 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: tetritskarolag@gmail.com

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე. 

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია