ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13800 - ტენდერი ლაბორატორიის მიმღების ინტერიერის დიზაინერულ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სამედიცინო ლაბორატორია აცხადებს კონკურსს ლაბორატორიის მიმღების ინტერიერის დიზაინერულ მომსახურებაზე.

  • ლაბორატორიის შენობა მდებარეობს ქ. თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩა N12/ლუბლიანას ქუჩა N66; (ს/კ 01.13.01.015.101)
  • საპროექტო ფართობი 280 კვ.მ.

კონკურსში მონაწილოების მსურველებს, გთხოვთ გაეცანით შესასრულებელი სამუშაოს დეტალებს, კონკურსში მონაწილეობის წესებს, ფორმას და წარმოადგინოთ საჭირო დოკუმენტაცია ქვემოთ მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებით.
წინადადების წარდგენის ფორმა:

  • კონკურსანტის სრული დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ნამუშევრების პორტფოლიო.
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მიმღების ხედვა mood board ის სახით
  • კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება ასევე უნდა მოიცავდეს შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულებას (ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდეობლონით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს). - სავარაუდო ღირებულება დადგენილი უნდა იყოს დანართი #1 შესაბამისად.
  • გამარჯვებულ კონკურსანტთან მოხდება გასაუბრება კონკურისის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში.
  • კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს შორის ჩატარდება ვაჭრობა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ინტერიერის დიზაინის მომზადების მიმართულებით.
  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა საკონკურსო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი;
  • გამოცდილება;
  • პორტფოლიო;
  • ხარისხი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • კონკურსანტმა ზემოთ აღწერილი მოთხოვნები უნდა გამოაგზავნოს საკონტაქტო მეილზე: labllccompany@gmail.com 2022 წლის 8 ივლისი 18:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: labllccompany@gmail.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები