ჩაბარების ვადა:

4 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13853 - ტენდერი ყოველკვირეულ სააქციო პოსტერებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 8 ივლისიდან 2022 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით;

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ყოველკვირეულ სააქციო პოსტერებზე.

საქონლის დასახელება/აღწერა

აღწერილობა

წლიური რაოდენობა

ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით

ჯამური ფასი (დღგ-ს ჩათვლით)

ყოველკვირეული სააქციო პოსტერი

მასალა: 250გრ პრიალა ცარცის ქაღალდი; ზომა: A2 ბეჭდვა: ორმხრივი; ერთ მხარეს ზედა და ქვედა ნაწილში ორმაგი წებოვანი ლენტი

18000    

ყოველკვირეული სააქციო პოსტერი

მასალა: ფოტოქაღალდი; ზომა: A0 ბეჭდვა: ცალმხრივი;

70    

2X2 კატალოგი

მასალა: 250გრ პრიალა ცარცის ქაღალდი; ზომა: A2                                                      ბეჭდვა: ცალმხრივი;                                           ერთ მხარეს ზედა და ქვედა ნაწილში ორმაგი წებოვანი ლენტი

 

9000    

 

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
  • მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება(ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ);

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • მოწოდება უნდა მოხდეს თბილისში, ლილო 1;
  • ბეჭდვა/მოწოდების ვადა: შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას;
  • გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30დღე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არაერთჯერადი ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 8 ივლისიდან 2022 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ.ფოსტა: mariam.gikoshvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა