ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T13869 - ტენდერი წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს შატო მუხრანი აცხადებს ტენდერს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა მოცემული პროექტის შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნა:
ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობა:

  • სამუშაოები აწარმოოს საკუთარი კვალიფიციური მუშა-ხელით, სრულად დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოს უსაფრთხოების პირობები;
  • გამოიყენოს მაღალი ხარისხის („ფირატის“ ან „პოლიმერი-1“-ის მილები და აქსესუარები).
  • გაიტანოს ზედმეტი მიწა და/ან ნაგავი რეგისტრირებულ (სახელმწიფო ან კერძო) ნაგავსაყრელზე; მუშაობისას სრულად დაიცვას სახელმწიფო კანონმდებლობა;
  • მოახდინოს ტრანშის ხარისხიანად დატკეპვნა, რომ არ მოხდეს მისი შემდგომი ჯდენები;
  • სამუშაოს დასრულებამდე მოადინოს სამუშაო ადგილის დასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან;

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს:

  • სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა სრულ მოცულობაზე (კონტრაქტორის ყველა რისკის დაზღვევის პოლისი);
  • სადაზღვეო ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი ცალკე, ტენდერში მოცემული განფასებების დამატებით ველში „სადაზღვეო ღირებულება“ (გამწვანებულ ველში)
  • უნდა იყოს 3 თვე (90 კალენდარული დღე).

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს სს შატო მუხრანის ტერიტორიაზე, სოფელ მუხრანში.
  • სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში;

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ავანსის ოდენობაზე გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (შეჯამების ფაილი);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
  • სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც• გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზება უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@mukhrani.com
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას იგივე ელ-მისამართი.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 ივლისი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ლაშა კოდუა
მობ: 577 320 116

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები