ჩაბარების ვადა:

22 ივლისი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T13879 - ტენდერი ხელოვნური ბალახის დემონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტია: თბილისი, “შევარდენი“-ს რაგბის სტადიონი. ხელოვნურსაფარიანი მოედანზე ზომით 73.2X130.5 მ (ნახაზი თან ერთვის) არსებული ხელოვნური ბალახის (ქვიშით და კაუჩუკის გრანულით) დემონტაჟი, მოედნის ზედაპირის საჭირო ნიშნულზე მიყვანა (საჭიროების შემთცვევაში ქვიშის დამატება ან მოხსნა), დატკეპნა სატკეპნით, ქვეშაგების (შოქპედი) მონტაჟი, ახალი ხელოვნური ბალახის მონტაჟი, ქვიშით და კაუჩუკის გრანულებით შევსება და სათამაშო კონდიციამდე მიყვანა. ხელოვნური ბალახი, ქვეშაგები (შოქპედი), გამომშრალი ქვიშა და კაუჩუკის გრანულები დამკვეთის.

პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 22 ივლისს 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.N 39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599537723.

პრეტენდენტი ტექნიკური საკითხების გასარკვევათ დაუკავშირდეს: სერგო კელენჯერიძეს ტელეფონზე 599731841

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

  • იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ 

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე ;
  • უნდა წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გრაფიკი და საგარანტიო ვადა;
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები