ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13885 - ტენდერი ექსპერტი/მშენებლი (სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელზე)

ტენდერის აღწერილობა:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს ექსპერტი/მშენებლი (სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი).

კონკრეტული დავალება მოიცავს ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი დანართებით გათვალისწინებული საქმიანობით:

  • დანართი #1-არქიტექტურული პროექტი;
  • დანართი #2- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო ანგარიში; 
  • დანართი #3-გათბობა, კანალიზაცია
  • დანართი #4-ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები; 

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სამუშაოებს:

  • არამზიდი კონსტრუქციის მოწყობა, მოპირკეთება;
  • ლოკალური, საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა (ელექტრო სისტემები, სუსტი დენები, სანტექნიკა);
  • სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
  • სამშენებლო ნარჩენების გატანა და ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოები. 

ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (აგვისტო - ოქტომბერი 2022):

  • პრეტენდენტის მიერ დამკვეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად

მოთხოვნა მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი) 

  • გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილ უნდა იქნას 3 (სამ) თვეზე. 

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სატენდერო წინადადების კონვერტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდგომ დოკუმენტებს: 

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა სრულად შევსებული, მატერიალური სახით და ელექტრონული ვერსია ფლეშ–მეხსიარებაში ჩაწერილი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მსგავსი ხასიათისა და შინაარსის გამოცდილების შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარებით და ანგარიშ-ფაქტურებით;
  • სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • სამუშაოთა გეგმა-გრაფიკი გაწერილი თვეებისა და თანხების შესაბამისად;
  • ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ (დანართის #5 და დანართი #6 შესაბამისად);
  • ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო პირობების შესახებ (მუხლი 7.4);
  • ინფორმაცია სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების შესახებ (მუხლი 7.5), დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • ინფორმაცია, კომპანია საჭიროებს თუ არა წინასწარ საავანსო თანხას და რა ოდენობით (მუხლი 7.7).

შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:

  • შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტს. 

შერჩევის კრიტერიუმები: 

  • მსგავსი ტიპის სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება - 30 ქულა;
  • პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 - ის შესაბამისად) - 30 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.

განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, 2022 წლის 12 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე:

  • ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64;
  • განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693 
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები