ჩაბარების ვადა:

27 ივლისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13895 - აუქციონი მის საკუთრებაში არსებული ქარხნის შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურული ობიექტების და სხვა კონსტრუქციების დემონტაჟის სამუშაოებზე და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების რეალიზაციაზე

აუქციონის აღწერილობა: 

სს „ხაშურის მინის ტარა“ აცხადებს დახურულ აუქციონს მის საკუთრებაში არსებული ქარხნის შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურული ობიექტების და სხვა კონსტრუქციების დემონტაჟის სამუშაოებზე და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების რეალიზაციაზე #12/07-KHASH-S/DEM-22.

აღწერილობა: 

  • კომპანია სს „ხაშურის მინის ტარა“ (შემდგომში- „კომპანია“), მისამართზე ქ. ხაშური, იმერეთის გზატკეცილი #2,  გეგმავს მის საკუთრებაში არსებული ქარხნის ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურული ობიექტების და სხვა კონსტრუქციების დემონტაჟს (პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობის გარდა) და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების რეალიზაციას.
  • დემონტაჟის შედეგად  არ უნდა მოხდეს ღობის დაზიანება და ასევე თუ მოხდა მიწის ზედაპირის სიღრმისეული დამუშავება, ზედაპირი ისევ უნდა გადასწორდეს ობიექტიდან გასვლამდე და დემონტაჟის შედეგად წარმოშობილი ნარჩენები უნდა იქნას გატანილი ტერიტორიიდან.

აუქციონის მთავარი პირობები:

  • სს „ხაშურის მინის ტარა“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. ხაშური, იმერეთის გზატკეცილი N2, საკადასტრო კოდი: 69.04.69.339) განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.
  • დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების სარეალიზაციო სასტარტო ფასი განისაზღვრება - 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი დღგ-ს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადების ჩათვლით შემდგომში მოხსენიებული - „ფასი“ ან „ღირებულება“;
  • გთხოვთ შემოგვთავაზოთ ობიექტზე მობილიზაციის და დემონტაჟის სამუშაოების გონივრული ვადა;
  • დემონტაჟის სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი ვალდებულება დ ნებართვები რაც მოთხოვნილია საქართველოს კანონმდებლობით, ეკისრება დემონტაჟის შემსრულებელ კომპანიას.
  • გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 14 დღის ვადაში.
  • აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მის მიერ აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასი უნდა გადაიხადოს სს „ხაშურის მინის ტარის” ანგარიშზე TBC Bank  IBAN: GE14TB0100000000467723 შემდეგი ორი ვარიანტიდან არჩევით:
  • სრულად 100% ოდენობით ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
  • შემოთავაზებული პირობების შესრულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების (ანგარიშსწორების) შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია:
    - რომლის მოცულობაც უნდა იყოს, არანაკლებ შემოთავაზებული  ფასის 100%-ის ოდენობის;
    - გაცემული უნდა იყოს  საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ;
    - რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაზე 30 კალენდარული დღით მეტი.

უქციონში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის/პირის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • კომერციული წინადადება: შემოთავაზებული ფასის, ვალუტის და ყველა გადასახადის სრულად მითითებით;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • დემონტაჟის გეგმა (ობიექტების დაშლის თანმიმდევრობის და ვადების მითითებით);
  • აუქციონში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლებისა და კონტრაქტორი პირების ჯანმრთელობის და ქონების დაზღვევა; 
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • . ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს თქვენი ორგანიზაციის ბეჭედი ან/და პირის ხელმოწერა.  კონვერტზე ასევე უნდა იყოს დატანილი აუქციონის დასახელება: “ხაშურის მინის ტარის დემონტაჟის სამუშაოები და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების რეალიზაცია“ და ნომერი # 12/07-KHASH-S/DEM-22 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ირინა ჯელია
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და აუქციონის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 27 ივლისის 17:00 საათამდე.
  • აუქციონის პროცედურები კომპანიის ცალმხრივი გადაწყვეტილებით და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მათ შორის, ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე). შესაბამისად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აქედან გამომდინარე ზიანის ან/და სხვა ხარჯების ანაზღაურება.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ  საკონტაქტო ნომერზე: 
აუქციონის დოკუმენტურ ნაწილთან საკონტაქტო პირი: ირინა ჯელია 599 194 010
ტექნიკურ და სხვა საკითხებზე საკონტაქტო პირი: დათო ბეჟაშვილი 591 702 765

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები