ჩაბარების ვადა:

22 ივლისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13902 - ტენდერი „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებში ბითუმი ოქროს ლომბარდის სესხების უზრუნველყოფაში არსებული ძვირფასეულობის აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოებალიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს  „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებში ბითუმი ოქროს ლომბარდის სესხების უზრუნველყოფაში არსებული ძვირფასეულობის აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  • სსლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებში ბითუმი ოქროს ლომბარდის სესხების უზრუნველყოფაში არსებული ძვირფასეულობის (ძვირფასი ლითონის) აუდიტორული შემოწმება დანართი #1 (ფასების ცხრილი) შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია (მათ შორის შემოწმებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ), რეკომენდაციები (ბოლო 12 თვის გაცემული. შემოწმებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულს ენიჭება პრიორიტეტი);
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული და აუდიტორულ შემოწმებაში მონაწილე თანამშრომლებს აქვთ ფინანსური ინსტიტუტების სესხების უზრუნველყოფაში არსებული ძვირფასეულობის შეფასების გამოცდილება;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შემოწმებაში მონაწილე თანამშრომლების სერთიფიკატები;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • ძვირფასეულობის შეფასების დასკვნის და დანართის ფორმების ნიმუშები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ მიწოდებული შესამოწმებელი უზრუნველყოფის ცხრილების მიხედვით (შესაბამისი საკრედიტო ხაზების, მსესხებლების ჭრილში, მინიმალური თანხის ზემოთ შესამოწმებელი სესხების გათვალისწინებით), მითითებულ ფილიალებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • შემოწმების დასრულება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში;
  • კომპანია აღჭურვილი უნდა იყოს შემოწმებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინსტრუმენტით;
  • ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ რეგიონებში სამსახურებრივი მივლინებების დაგეგმვასთან დაკავშირებულ ქმედებებს (ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სასტუმროს ჯავშანი და ა..) უზრუნველყოფს თავად კომპანია.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება ბანკის მიერ მითითებულ ობიექტებზე ბითუმი ოქროს ლომბარდის სესხების უზრუნველყოფაში არსებული ძვირფასეულობის აუდიტორულ შემოწმებაზე.

მომსახურებაში შედის:

  • უზრუნველყოფის შეფასება ბანკის ტარიფებით (ქისის შესაბამისი ოქროს სინჯების და წონის მიხედვით გაცემული თანხის სისწორის გადამოწმება);
  • უზრუნველყოფის შეფასება სარეალიზაციო ფასით;
  • შემოწმების შედეგად გამოვლენილი ცდომილებების და ხარვეზების დეტალების აღრიცხვა/მოწოდება;
  • რეკომედაციების გაცემა.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივლისი 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: სსლიბერთი ბანკი“, .ჭავჭავაძის გამზ. #74, .თბილისი, 0162.

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სსლიბერთი ბანკი“ („ლიბერთი ბანკისფილიალებში ბითუმი ოქროს ლომბარდის სესხების უზრუნველყოფაში არსებული ძვირფასეულობის აუდიტორული მომსახურების შესყიდვა).
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე
მობ: 595 901 200;
ელ-ფოსტა: 
Shorena.Tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები