ჩაბარების ვადა:

25 ივლისი 2022, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T13921 - ტენდერი ნედლეულის (კლინკერი, ნახშირი, ტუფი, კირქვა) გადაზიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ტენდერს ნედლეულის (კლინკერი, ნახშირი, ტუფი, კირქვა) გადაზიდვაზე, ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპისა და რუსთავის ქარხნების შიდა ტერიტორიაზე.

სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:

  • სატვირთო ავტომობილები სავალდებულოა იმყოფებოდნენ ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში და/ან სალიზინგო ხელშეკრულებით. ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი კონტრაქტი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
  • წარმოადგინეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო ხელშეკრულება. (უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით;
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამშესაძლოა მოითხოვს, შესაბამისი საბანკო გარანტია.

მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში;
  • სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალი გარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე

მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:

  • ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი;
  • არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
  • გამართული საბურავები;
  • გამართული გვერდითი და წინა სარკეები
  • უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
  • უსაფრთხოების ღვედი
  • უსაფრთხოების ბალიშები
  • ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი
  • გამართული სიგნალი
  • გამართული განათება
  • გამართული მუხრუჭები.
  • გამართული თვითმცლელი სისტემა

აუცილებელი გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ.

მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში 3ჯერ.

მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში

გთხოვთ ატვირთოთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გთხოვთ ატვირთოთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი.

აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასშიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.

კომერციული ნაწილი:

  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი 1 ცვლის ღიღებულებაზე (ფასი დაფიქსირებული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე). ცვლაში იგულისხმება 12 საათიანი სამუშაო პერიოდი, მათ შორის 1 საათი შესვენება. ფასში უნდა იგულისხმებოდეს, საწვავის, შეკეთებისა და მძღოლის ხარჯები. სატვირთოები გამოძახებულები იქნებიან ქარხნების მოთხოვნის შესაბამისად და იმუშავებენ საჭირო დროითა და გრაფიკით. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 24 საათიანი ცვლისა და/ან 12 საათიანი ღამის ცვლების გადაბმული მუშაობის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროა 1 თვითმცლელზე რამოდენიმე მძღოლის ყოლა.
  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ცვლის ღირებულება კასპის ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მუშაობისათვის.
  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ცვლის ღირებულება რუსთავის ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მუშაობისათვის

ტენდერი სრულდება: 25 ივლისს 15:00 საათზე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ვებ საიტზე https://easysupply.bravosolution.com/, რეგისტრაციის შემდეგ თქვენი კომპანიის მონაცემები გთხოვთ გადაგზავნოთ ამ ელექტრონულ ფოსტაზე: George.lobjanidze@heidelbergcement.ge, ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.ვინც უკვე დარეგისტრირებულია გთხოვთ, მოიწეროთ რომ სურვილი გაქვთ ტენდერში მონაწილეობის მიღების.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები