ჩაბარების ვადა:

22 ივლისი 2022, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T13953 - ფასთა გამოკითხვა კასპის სეპარირებული დაფქვის პროექტისათვის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისა და კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის სეპარირებული დაფქვის პროექტისათვის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისა და კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად.

ჰაიდელბერგცემენტი გეგმავს კასპის ცემენტის ქარხანაში კირქვის სეპარირებული დაფქვის პროექტის განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით საჭიროა ორი ცალი (1500 და 300 მ3) სილოსის მოწყობა. ორივე სილოსს გააჩნია რკინაბეტონის საძირკველი და რკინაბეტონის მზიდი კარკასი, ხოლო უშუალოდ სილოსები ლითონისაა. 1500 მ3 მოცულობის სილოსის ნაგებობის გაბარიტებია DxH = 14.5x30 მ, ხოლო 300 მ3 მოცულობის სილოსის ნაგებობის გაბარიტებია AxBxH = 8.6x8.6x32მ.

ამ ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს აღნიშნული სილოსების საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევასა და კონსტრუქციულ პროექტზე საექსპერტო დასკვნის მომზადება. 

ჰაიდელბერგ ცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დეტალური შესწავლა და მისი შესაბამისობის დადგენა ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას შიდა და ქვეყანაში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან.
  • კონსტრუქციული პროექტის დეტალური შესწავლა და მისი შესაბამისობის დადგენა ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას შიდა და ქვეყანაში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან.
  • მიწოდებულ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევაზე საექსპერტო დასკვნის მომზადება, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილება №155-ით განსაზღვრულ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნის მიმართ მოთხოვნებს.
  • მიწოდებულ დეტალურ კონსტრუქციულ პროექტზე საექსპერტო დასკვნის მომზადება, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს • საქართველოს მთავრობის დადგენილება №155-ით განსაზღვრულ კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო დასკვნის მიმართ მოთხოვნებს.
  • კომუნიკაცია კონსტრუქციული პროექტის  საპროექტო ჯგუფთან, საჭიროების შემთხვევაში პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება შემსრულებლის მიერ.
  • ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წარდგენა, რომელიც აუცილებელი იქნება სამშენებლო ნებართვის მისაღებად. გარდა იმ დოკუმენტებისა რომელიც ამ დოკუმენტის მიხედვით არის დამკვეთის პასუხისმგებლობაში.
  • ნაგებობის კონსტრუქციულ პროექტის საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წარდგენა, რომელიც აუცილებელი იქნება სამშენებლო ნებართვის მისაღებად. გარდა იმ დოკუმენტებისა რომელიც ამ დოკუმენტის მიხედვით არის დამკვეთის პასუხისმგებლობაში.

პროექტი თანხვედრაში უნდა იყოს ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტებისა და კრიტერიუმებისა და ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედ სტანდარტთან და მოთხოვნასთან.

შემსრულებელმა უნდა მოგვაწოდოს საექსპერტო დასკვნის 3 ბეჭდური ეგზემპლარი.

ყველა დოკუმენტი შესრულებული უნდა იყოს შესაბამის პროგრამაში, ხელით შესრულებული დოკუმენტები არ მიიღება დამკვეთის მიერ. ქვემოთ მოცემულია პროგრამები რომლებიც მისაღებია შეთანხმების გარეშე:

ტექსტური დოკუმენტები, წერილები: MS Word
ცხრილები, ანგარიშები: MS- Excel
გეგმა გრაფიკები: MS – Project
ნახაზები და სქემები: AUTOCAD

ამასთან ყველა ეს დოკუმენტი მოწოდებული უნდა იყოს pdf Acrobat ფორმატშიც.

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად

ინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 22.07.2022 – 12:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:
HeidelbergCement Georgia Ltd
21 ალ. ყაზბეგის გამზირი 
0160 თბილისი, საქართველო

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ვლადიმერ სულგულაძე
მობ: 595 810 505
ელ. ფოსტა: vladimer.surguladze@heidelbergcement.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
დათო ჩაბრაძე
მობ: 591 450 230
ელ. ფოსტა: dato.chabradze@heidelbergcement.com

თანდართული დოკუმენტები:

  • ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტები და კრიტერიუმები (DCS)
  • ნაგებობის ტექნოლოგიური პროექტი და დატვირთვის სქემები
  • შენობა-ნაგებობის დეტალური კონსტრუქციული პროექტი. (რკინა-ბეტონის ნაწილი, ლითონის ნაწილი დამუშავების პროცესშია)
  • სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის ანგარიში.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები