ჩაბარების ვადა:

3 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13957 - ტენდერი სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენაზე: სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 18 ივლისი, 2022 წ./ ბოლო ვადა: 3 აგვისტო, 2022 წ. 
თანდართული ფაილები: განაცხადის ფორმა, დეკლარაცია, ბიუჯეტის ფორმა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში, განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/  https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „მედევაკის“ პროგრამის ფარგლებში (ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოში), იწვევს დაინტერესებულ მხარეებს სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შეძენის შესახებ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად (თანდართული სპეციფიკაციის #3 შესაბამისად).  პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან პარტნიორობით.

ღირებულება: შეკვეთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, ტრანსპორტირების, ინსტალაციისა და ტრენინგის ჩათლით. 

მიწოდების ადგილი: რუხი და ბათუმი

ანგარიშსწორება: იწარმოებს ლარში, გადახდის დღისთვის ეროვნულ ბანკში არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 70 (სამოცდათი) კალენდარული დღე.  

შეფასების/შერჩევის კრიტერიუმები და თითო კრიტერიუმის ღირებულება %:

  • წინადადების ხარისხი - 20%
  • გამოცდილება და კვალიფიკაცია - 20%
  • შემოთავაზებული ღირებულება - 20%
  • სამუშაოების შესულების დრო - 20%
  • საგარანტიო ვადები - 20%

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები.

სამედიცინო მოწყობილობებისა და ავეჯის შესყიდვის პროცესში CCR დიდ ყურადღებას მიაქცევს აპარატურის და ავეჯის ხარისხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო მომხმარებლის უსაფრთხოება და პროდუქტის ეფექტიანობა. ასევე, მომწოდებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქციის გამოყენებით გამოწვეულ სავარაუდო ზეგავლენას გარემოზე და ამ ზეგავლენის შემცირების შესაძლებლობას ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის ენერგო-ეფექტურობა, შეკეთების უნარი, გარანტია, სიცოცხლისუნარიანობა და გადამუშავებადობა, პრინციპების გათვალისწინებით „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება”.

წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:

  • შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა ბეჭდით, ქართულად და ინგლისურად (დანართი #1);
  • შევსებული და ხელმოწერილი დანართი #2 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია;
  • ბიუჯეტი (დანართი #3, ბიუჯეტი აპარატურის სპეციფიკაციით) ექსელის ფორმატში, სადაც მითითებული იქნება აპარატურის დეტალური სპეციფიკაცია და ავეჯის ტექნიკური მახასიათებლები. შემოთავაზებული აპარატურის ტექნიკურისა და ავეჯის პასპორტები უნდა იყოს წარმოდგენილი დანართის სახით;
  • შესყიდვის მენეჯერის და სამედიცინო ინჟინრის რეზიუმეები (CV) (ინგლისურ ენაზე), რომლებიც ასახავს პიროვნების კვალიფიკაციასა და გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში; 
  • ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან (ბოლო 6 თვის), ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება. წინადადებები  (დანართები 1, 2, 3) წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 3 აგვისტო, 18:00 (საქართველოს დროით). წინადადებები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე: ccrg.vacancy@gmail.com და tamar.kurtanidze@caritas.cz (სათაურის ზოლში მიუთითეთ - “Bid - Medical Devices and Furniture”).

შენიშვნა: 

  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული კანდიდატ(ებ)ი მოწვეული იქნება ინტერვიუზე ტენდერის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 
  • CCR იტოვებს უფლებას, გააუქმოს წინადადებების მიღება, არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი.

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები