ჩაბარების ვადა:

1 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13974 - ტენდერი ექსპერტი/მშენებლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს ექსპერტი/მშენებლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

ტექნიკური დავალების მიზანი:

  • ტექნიკური დავალების მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი მომსახურებისათვის, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. 

კონკრეტული დავალება მოიცავს ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი დანართებით გათვალისწინებული საქმიანობით:

  • დანართი #1-არქიტექტურული პროექტი;
  • დანართი #2- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო ანგარიში; 
  • დანართი #3-გათბობა, კანალიზაცია
  • დანართი #4-ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები; 

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სამუშაოებს:

  • არამზიდი კონსტრუქციის მოწყობა, მოპირკეთება;
  • ლოკალური, საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა (ელექტრო სისტემები, სუსტი დენები, სანტექნიკა);
  • სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
  • სამშენებლო ნარჩენების გატანა და ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოები.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სატენდერო წინადადების კონვერტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდგომ დოკუმენტებს: 

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა სრულად შევსებული, მატერიალური სახით და ელექტრონული ვერსია ფლეშ–მეხსიარებაში ჩაწერილი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მსგავსი ხასიათისა და შინაარსის გამოცდილების შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარებით და ანგარიშ-ფაქტურებით;
  • სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • სამუშაოთა გეგმა-გრაფიკი გაწერილი თვეებისა და თანხების შესაბამისად;
  • ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ (დანართის #5 და დანართი #6 შესაბამისად);
  • ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო პირობების შესახებ (მუხლი 7.4); 
  • ინფორმაცია სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების შესახებ (მუხლი 7.5), დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • ინფორმაცია, კომპანია საჭიროებს თუ არა წინასწარ საავანსო თანხას და რა ოდენობით (მუხლი 7.7). (დანართი #2) 

შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:

  • შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტს. 
  • განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, 2022 წლის 19 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ.#64; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330 საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე ტელეფონი: 577613693 ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები