ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2022, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T14006 - ფასთა გამოკითხვა 2022 წლისთვის კავთისხევის კარიერის სამსხვრეველას მეტალის კონსტრუქციების დემონტაჟისთვის

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას 2022 წლისთვის კავთისხევის კარიერის სამსხვრეველას მეტალის კონსტრუქციების დემონტაჟისთვის

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს

ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხვილ მწარმოებელს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგ ცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com.

სამუშაოების ჩამონათვალი:

  • ჩამტვირთავი სადგურის შენობაში არსებული მეტალის კონსტრუქციებისა და ყბებიანი სამსხვრეველას დემონტაჟი, დაჭრა (მაქს. 2X2 მ) და მანქანაზე დასატვირთად დასაწყობება - 70 ტონა
  • ყბებიანი სამსხვრეველადან ამომტანი 1400მმ ლენტური ტრანსპორტიორის მეტალის კონსტრუქციებისა და აღჭურვილობების დემონტაჟი, დაჭრა (მაქს. 2X2 მ) და მანქანაზე დასატვირთად დასაწყობება -15 ტონა
  • ფირფიტებიანი მკვებავებისა და ჩაქუჩებიანი სამსხვრეველების (3 ცალი) მეტალის კონსტრუქციებისა და აღჭურვილობების დემონტაჟი, დაჭრა (მაქს. 2X2 მ) და მანქანაზე დასატვირთად დასაწყობება - 50 ტონა
  • ფირფიტებიანი მკვებავებისა და ჩაქუჩებიანი სამსხვრეველების შემდგომ ამომტანი 1000მმ ტრანსპორტიორის მეტალის კონსტრუქციებისა და აღჭურვილობების დემონტაჟი, დაჭრა (მაქს. 2X2 მ) და მანქანაზე დასატვირთად დასაწყობება - 40 ტონა
  • დამსხვრეული კირქვის ჩამტვირთავი ბუნკერებისა და ლენტების შენობაში არსებული მეტალის კონსტრუქციებისა და აღჭურვილობების დემონტაჟი, დაჭრა (მაქს. 2X2 მ) და მანქანაზე დასატვირთად დასაწყობება - 50 ტონა

მოცულობები ეფუძნება თეორიულ კალკულაციას და არის დაახლოებითი, შემსრულებელი ვალდებულია გადაამოწმოს მოცულობები და წარმოადგინოს

მის მიერ დათვლილ მოცულობებზე ფასები (კონტრაქტის გაფორმების შემდგომ არსებული მოცულობები და თანხები იქნება ფიქსირებული)

კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით შეასრულოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს დამკვეთს.

კომპანია ვალდებულია ადგილზე დაათვალიეროს ჩასატარებელი სამუშაოები და შესაბამისი კალკულაციის საფუძველზე წარმოადგინოს წინადადება.

გაფრთხილება: კავთისხევში ჩამოსვლა და სამუშაოების ადგილზე დათვალიერება შესაძლებელია 8 აგვისტოდან

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • დეტალურ კომერციულ წინადადებას,
  • გადახდის პირობას
  • შესრულების ვადას / გეგმა გრაფიკი
  • H&S სრულ დოკუმენტაციას (კონტრაქტორის შეფასების ფორმა)

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სერვისის მიწოდების ადგილი: კავთისხევის კარიერი
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა: 18 აგვისტო, 12:00 საათი.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ვლადიმერ სურგულაძე
Phone: +995 595 810 505
E-mail: vladimer.surguladze@heidelbergcement.com

ტექნიკური ხასიათის შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ გურამ გრიგალაშვილის და გიორგი გურასპაშვილს
Phone: +995 577 508 430
E-mail: rati.pochkhua@heidelbergcement.ge

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მომწოდებელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ საიტზე - HeidelbergCement (bravosolution.com) შემდგომ დამიკავშირდეს მეილზე Vladimer.surguladze@heidelbergcement.ge რათა გავაწევრიანო როგორც ტენდერის მონაწილე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები