ჩაბარების ვადა:

4 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14088 - ტენდერი სამშენებლო ბლოკის წყობა/შენების და კედლების შელესვის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს მეგა ჰოლდინგი აცხადებს ტენდერს სამშენებლო ბლოკის წყობა/შენების და კედლების შელესვის სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  • სამშენებლო ბლოკის წყობა/შენების და კედლების შელესვის სამუშაოები (დანართი №1 - ტექნიკური დავალების შესაბამისად).

მოთხოვნა გამოცდილების შესახებ:

დაინტერესებულ პირს, მოცემული ტენდერით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები:

  • კომპონენტი 1. ბლოკის შენება/წყობის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ - 250 000 ლარი.
  • კომპონენტი 2. ლესვის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ - 250 000 ლარი.

საანგარიშო პერიოდი მოიცავს: 01.01.2019-დან წინადადების მიღების დამთავრების თარიღის (04.08.2022) ჩათვლით პერიოდს.

გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • ხელშეკრულების ასლ(ებ) და სამუშაოების შესრულების/მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ) (საიდანაც შესაძლებელი იქნება სამუშაოების შინაარსის და ღირებულებების იდენტიფიცირება), რითაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების ფაქტობრივი შესრულება, ასევე, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
  • ინფორმაცია სატენდერო განცხადებისა ან CMR ნომრების მითითებით, თუ სამუშაოები შესრულებულიასახელმწიფო შესყიდვების შესახებკანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციის დაკვეთით.

ინფორმაცია დაინტერესებული პირის შესახებ, რაც უნდა მოცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • სამართლებრივი ფორმა;
  • დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი / პირ. ნომერი;
  • იურიდიული მისამართი / ფაქტ. მისამართი;
  • ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ);
  • ელ. ფოსტის მისამართი;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

I ეტაპზე წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ტენდერში მონაწილის შესახებ;
  • გამოცდილების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტებს;
  • სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ანგარიშსწორების პირობებს;
  • ინფორმაციას გამოსაყენებელი ძირითადი მასალების შესახებ (დასახელება, აღწერილობა, მწარმოებელი და წარმოშობის ქვეყანა).

II ეტაპი.
მონაწილე კომპანიას/პირს I ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ გაეგზავნება შეტყობინება, რომლის თანახმად მითითებულ ვადაში დამატებით წარმოსადგენი იქნება:

  • შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (ფასების ცხრილი);
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

თანდართული დოკუმენტი: დანართი №1.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შეთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 04.08.2022,18:00 საათი
  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზეn.kochlashvili@mega.com.ge.

საკონტაქტო პირი:
ნანა კოჭლაშვილი;
მობ: 568 80 80 86.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები