
6 ივნისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1417 - ტენდერი მიწის სამუშაოებისა და ტერიტორიის გამწვანების მომსახურეობის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მიწის სამუშაოებისა და ტერიტორიის გამწვანების მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე.
შესასრულებელი სამუშაოების ადგილმდებარეობა: საქართველო, ამბროლაურის რაიონი სოფ. სადმელი. რაჭა ჰესის მიმდებარე ტერიტორია.
შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა:
- მოლისთვის საჭირო გრუნტის მოჭრა, ტრანსპორტირება ზემოთ მითითებულ მისამართზე - 1400 კუბ. მეტრი;
- გრუნტის გაშლა პროფილირება მექანიზმით - 1400 კუბ. მეტრი;
- მოლის დათესვა - 7000 მ2;
აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურეობის დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 6 ივნისის 17:00 საათამდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 60%; გადახდის პირობები - 30%; ანალოგიური გამოცდილება - 10%;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე;