ჩაბარების ვადა:

31 აგვისტო 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14254 - ტენდერი სტაციონალური წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის მოწყობილობის შეძენა-მონტაჟზე № 9/08-ME/EMSEPI-22

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს:  

  • სტაციონალური წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის მოწყობილობის შეძენა-მონტაჟზე 9/08-ME/EMSEPI-22

შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • პროექტი (დანართი #1)
  • საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (დანართი #2)
  • დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა ტექ. რეგლამენტი (დანართი #3)
  • ტექნიკური დავალება (დანართი #4)

ტენდერის მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, რომელიც დეტალურად უნდა მოიცავდეს შემდეგს:
    - მოწყობილობებზე: ჩამონათვალი, რაოდენობა, ტექნიკური მონაცემები, მწარმოებელი ქვეყნის მითითება, გარანტიის მითითება, რომელ სტანდარტს აკმაყოფილებს.
    - მონტაჟისთვის საჭირო მასალაზე: ასევე ჩამონთვალი, რაოდენობა, ტექნიკური მონაცემები, მწარმოებელი ქვეყნი მითითება (სადაც შეიძლება)
    - მონტაჟისთვის: სამუშაოს ზოგადი აღწერა, წინა სამონტაჟო საჭირო მომზადების მითითებით, მონტაჟის მონიტორინგისთვის გამოყოფილი სპეციალისტის რაოდენობის და კვალიფიკაციის მითითებით
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოსდალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (№ 9/08-ME/EMSEPI-22);
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ირინა ჯელია
ელ.ფოსტა: ijelia@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: +995 599 19 40 10

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
მურთაზ სვანი;
საკონტაქტო ნომერი: 599 185 372

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 აგვისტო, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები

დოკუმენტაცია

(დანართი #1) Design Project ME Rev3 (დანართი #1) Design Project ME Rev3
(დანართი #2) საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (დანართი #2) საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
(დანართი #3) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა ტექ რეგლამენტი (დანართი #3) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა ტექ რეგლამენტი
(დანართი #4) ტექნიკური დავალება (დანართი #4) ტექნიკური დავალება
შპს მტკვარი ენერჯი უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის მოწყობილობის შეძენა-მონტაჟზე შპს მტკვარი ენერჯი უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის მოწყობილობის შეძენა-მონტაჟზე
ყველას ჩამოტვირთვა