ჩაბარების ვადა:

24 აგვისტო 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14284 - ტენდერი ბჟუჟა ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ აცხადებს ტენდერს ბჟუჟა ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთებაზე 12/08-GIEC-S/Transformator-22.

სამუშაოს დასახელება: ბჟუჟა ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთებამომწოდებლის მასალით.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • 16000 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორი გადატანილი იქნას სპეციალიზირებულ ქარხანაში. ან დაიდგას სამანქანო დარბაზში სამონტაჟო მოედანზე.
  • ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები და სრული დიაგნოსტიკა.
  • მიუერთდეს ზეთის ფილტრაციის სეპარატორი.
  • ჩამოიცალოს ზეთი 5 ტონიან ავზებში.
  • განხორციელდეს ზეთის სეპარაცია მუდმივად უწყვეტ რეჟიმში, სამუშაოების შესრულების პერიოდში.
  • მოიხსნას ზეთის გამფართოებელი ავზი.
  • გაიხსნას ტრანსფორმატორი და ამოღებული იქნას გულანა.
  • დაიკიდოს გულანა დასაწრეტად.
  • გაიხსნას და ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურეობა გადამრთველ მექანიზმებს და კონტაქტებს.
  • საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი გამოცვლა.
  • გადაეჭიროს ყველა კონტაქტი და შეერთება.
  • გაიხსნას და გამოიცვალოს გამომყვანი კონტაქტები.
  • შეიცვალოს გამომვანი კონტაქტების ღეროები.
  • გაირეცხოს ავზი და ჩაუტარდეს სრულფასოვანი შრობა.
  • შეიცვალოს დაზიანებული ზეთის წნევის რეგულიატორის სარქველი ტრანსფორმატორის ავზზე. (არსებული ზეთის წნევის რეგულიატორი უკვე შეძენილია დამკვეთის მიერ და კონტრაქტორს მისი შეძენა არ ესაჭიროება)
  • ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა ტრანსფორმატორის ხვიებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი რეაბილიტაცია.
  • გაირეცხოს და გაიშროს ტრანსფორმატორის გულანა და ხვიები.
  • შეიცვალოს ტრანსფორმატორის შემამჭიდროებელი რეზინები. როგორც რადიატორებზე ასევე სახურავზე.
  • შეიღებოს ტრანსფორმატორი გარედან.
  • აიწყოს ტრანსფორმატორი.
  • დაყენდეს ზეთის გამფართოებელი ავზი.
  • ჩაისხას სეპარირებული ზეთი ტრანსფორმატორში. აუცილებლობის შემთხვევაში დაემატოს ზეთი, სეპარატორის გავლით.
  • გამოირთოს სეპარატორი და ტრანსფორმატორის გაცივების შემდგომ ჩაუტარდეს სრული ელექტროტექნიკური დიაგნოსტიკა.
  • საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს ზეთის სეპარაცია ტრანსფორმატორის საექსპლუატაციო ტექნიკური მახასიათებლების მიღწევამდე.

სამუშაოების ჩამონათვალი რომელსაც ასრულებს დამკვეთი შეკეთებამდე:

  • გამოირთოს და დამიწდეს 35 და 6,3 კვ ძალოვანი წრედები.
  • მოიხსნას 16000 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორი და დაიდგას რელსებზე.
  • შეგორდეს და დადგეს 15000 კვა სარეზერვო ძალოვანი ტრანსფორმატორი.
  • ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები 15000 კვა ძალოვან ტრანსფორმატორს.
  • დაერთდეს 15000 კვა სარეზერვო ძალოვანი ტრანსფორმატორი.
  • მოეწყოს დენური დაცვები. მოიხსნას დამიწებები.
  • ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები ძალოვან წრედებს.
  • ჩაირთოს 15000 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორი წრედში.
  • განახლდეს გენერაცია.

სამუშაოების ჩამონათვალი რომელსაც ასრულებს დამკვეთი, 16000 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორის ჰესზე მიღების შემდგომ:

  • გამოირთოს წრედიდან 15000 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორი.
  • გამოირთოს და დამიწდეს 35 და 6,3 კვ ძალოვანი წრედები.
  • მოიხსნას 15000 კვა სარეზერვო ძალოვანი ტრანსფორმატორი და დაიდგას რელსებზე.
  • შეგორდეს და დადგეს 16000 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორი.
  • ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები 16000 კვა ძალოვან ტრანსფორმატორს.
  • დაერთდეს 16000 კვა სარეზერვო ძალოვანი ტრანსფორმატორი.
  • მოეწყოს დენური დაცვები. მოიხსნას დამიწებები.
  • ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები ძალოვან წრედებს.
  • ჩაირთოს 16000 ძალოვანი ტრანსფორმატორი წრედში.
  • განახლდეს გენერაცია.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფ. გომი, ბჟუჟა ჰესი.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნა:

დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა:

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით დამოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედანაუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 12/08-GIEC-S/Transformator-22;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი:

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598760796

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 24 აგვისტო, 17:00 საათი

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები