ჩაბარების ვადა:

26 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T14286 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების აუდიტზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის კლინიკები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფი მომსახურება -  მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს „ევექსის კლინიკებთან“ ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 26 აგვისტოს 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  12 აგვისტო 2022
სატენდერო წინადადებების მიღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26 აგვისტო 2022
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა. . . .  02 სექტემბრი 2022
ხელშეკრულების გაფორმება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  08 სექტემბერი 2022

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
  • შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესასყიდი საგანი: შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფი მომსახურება. მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დანართ #1.1-ში მოცემული მოთხოვნების სრულფასოვნად და ჯეროვნად დაკმაყოფილება. უპირატესობა მიენიჭება პირებს, რომელბსაც აქვთ სამედიცინო სფეროში ან/და დიდი ქსელის მასშტაბით (მინ. 20 ფილიალი) განხორციელებული მინიმუმ 2 პროექტი 2018 წლიდან დღემდე.

შესასყიდი საგნის დეტალური მოთხოვნები სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1.1-ში. ლოკაციები და კლინიკების სია - დანართ #6-ში.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

პრეტენდენტებმა ასევე უნდა წამოადგინონ ნიმუშის სახით მათ მიერ შესრულებული წინა პროექტების/ საომუშაოს დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

  • შრომის უსაფრთხოების მართვის გეგმა;
  • რისკების შეფასება;
  • უსაფრთხოების ინსტრუქციები;
  • საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმა;

შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ერთზე მეტი გამარჯვებული, ასევე შემსყიდველს შეუძლია თითეულ გამარჯვებულთან/მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება როგრც სრულ, ასევე ნაწილობრივ ჩამონავალზე.

მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზება გააკეთოს როგორც დანართ #1.1-ში მომცემულ ყველა ეტაპზე, ასევე რომელიმე ერთზე.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მომსახურების ფასი
  • მომსახურების ვადები
  • სპეცილისტების კვალიფიკაცია
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 200,000 ლარი.

სატენდერო წინადადება

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ს სახით;
  • ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 10კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #5-ის სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

  • იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 26 აგვისტო, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 599293202

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დოკუმენტაცია

RFP შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფი მომსახურება RFP შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფი მომსახურება
დანართი #1 დანართი #1
დანართი #2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი #2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი #3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი #3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი #4 - აფიდავიტი დანართი #4 - აფიდავიტი
დანართი #5 - სტანდარტული ხელშეკრულება დანართი #5 - სტანდარტული ხელშეკრულება
დანართი 1 1 დანართი 1 1
დანართი 6 - HSE List of Clinics2 დანართი 6 - HSE List of Clinics2
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 აგვისტო 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა