ჩაბარების ვადა:

26 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14330 - ტენდერი საპროექტო კომპანიის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს საპროექტო კომპანიის შერჩევაზე.

კონკრეტული დავალება მოიცავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ნერგეეთში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 30.10.31.315) არსებული შენობა ნაგებობის არქიტექტურული პროექტის მომზადებას, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობით:

  • საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული კვლევა;
  • შენობის არქიტექტურა ( გენგეგმა, ჭრილები, ფასადები, ვიზუალიზაცია და ფოტომონტაჟი,კონსტრუქციული პროექტი);
  • შიდა კომუნიკაციების წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სადრენაჟო სისტემების, სახანძრო უსაფრთხოების, ელექტრომომარაგების და სუსტი დენების, გათბობა-გაგრილების სისტემების პროექტირება, ვენტილაციის პროექტი;
  • შენობის კონსტრუქციულ პროექტი;
  • შენობის კონსტრუქციული პროექტის ექსპერტიზა;
  • ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა;
  • ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა;
  • საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი;
  • ტეროტორიის გენგეგმას და კეთილმოწყობის სქემა;
  • „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება No732-ის მიხედვით „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“-ის წესებთან შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა;
  • „საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის დადგენილებაNo41-ის მიხედვით „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა;
  • საპროექტრო დოკუმენტაციის შეთანხმება ნებართვის გამცემ ორგანოსთან და სარემონტო-სარეაბილიტაციო ნებართვის აღება.
  • პროექტის წინასწარი, საორიენტაციო რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა (შესაბამის ექსელის ცხრილში), ექსპერტიზა;

შენიშვნა: შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ #5003910721 (16.06.2021წ) დასკვნის გათვალისწინებით.

შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამმართველო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს/სხვა აკრედიტებული ექსპერტის მიერ.

მეთოდოლოგია

  • არქიტექტურული, კონსტრუქციული და სხვა საპროექტო დოკუმენტაციის დაგეგმვის პროცესში კონსულტაცია, ვორქშოპი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან;
  • პროექტის მიმდინარეობის პროცესში საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან შეთანხმებით;
  • დასრულებული საპროექტო დოკუმენტაციის, წარდგენა-განხილვა.

პროდუქტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ნერგეეთში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 30.10.31.315) არსებული შენობა ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის მომზადებული საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ექსპერტიზა.

ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (1 სექტემბერი - 10 ოქტომბერი 2022)

  • სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო პროექტირება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია – 1 სექტემბერი – 23 სექტემბერი 
  • სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა 24 სექტემბერი– 10 ოქტომბერი

მოთხოვნა კანდიდატის გამოცდილების შესახებ

  • სფეროში მინიმუმ ათ წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ ერთი განხორციელებული მსგავსი მასშტაბის შენობა–ნაგებობის პროექტირება;
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ბოლო სამი წლის განმავლობაში; სარეკომენდაციო წერილი – მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად და ასევე ინფორმაცია იქნა, თუ, არა მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები (იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულია საჯარიმო სანქციები აღნიშნული გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას).

ანგარიშსწორების განხორციელების ვადები

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)სამუშაო დღის ვადაში.

შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მსგავსი ტიპის პროექტირების განხორციელების გამოცდილება - 30 ქულა;
  • პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 - ის შესაბამისად) – 30 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალების 7. მუხლის შესაბამისი ინფორმაცია და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ინვოისის სახით (დღგ–ს ჩათვლით). ელ–ფოსტაზე admin@edec.ge, სათაურში მიუთითეთ „ტენდერი–საპროექტო კომპანია (არქიტექორი) –ბაღდათი“.

განაცხადი მიიღება 2022 წლის 16 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ან მისამართზე:
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64;
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები