ჩაბარების ვადა:

30 აგვისტო 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14337 - Establishment of a locally accessible complaints and grievance redress mechanism

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1-ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ 30.08.2022-ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში შემდეგ მისამართზე:

GIZ-ის საქართველოს ოფისი
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული

ერთ კონვერტში მოათავსებული უნდა იყოს საფასო შემოთავაზება, ხოლო მეორე კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება.

კონვერტები უნდა იყოს დანომრილი შემდეგნაირად:

  • I- საფასო შემოთავაზება;
  • II- შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში). 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტენდერის დასახელება: "Establishment of a locally accessible complaints and grievance redress mechanism" წარწერა "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე
  • აგრეთვე მიუთითეთ შემდეგი მისამართი:
    GIZ-ის თბილისის ოფისი , რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული
  • პროგრამის ნომერი: 20.2275.4-007.00
  • ტენდერის ნომერი: 83417252

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დაიტანოთ თქვენი ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებითრომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 02.09.2022 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები