ჩაბარების ვადა:

29 აგვისტო 2022, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T14338 - ტენდერი აგს-ის საფირმო სტილში სარეკლამო გაფორმებაზე

ტენდერის პირობები

ლუკოილ ჯორჯია აცხადებს ტენდერს აგს-ის საფირმო სტილში სარეკლამო გაფორმებაზე.

თავი I. საერთო დებულებები 

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობის დროს უნდა დაიცვას სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტი.
  • შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კონტრაქტორის შეუფერხებელი დაშვება სამუშაოების შესასრულებლად.

თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:

  • აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
  • კომპანიის სრული დასახელება;
  • იურიდიული მისამართი;
  • ფაქტიური მისამართი;
  • ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
  • საკონტაქტო პირი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
  • მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
  • სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მოსმახურება.
  • კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ყოველი ობიექტისთვის და რეზერვუარისთვის შესასრულებელი სამუშაოს კალკულაციას.

2. საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:

  • პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
  • საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
  • მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
  • ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;

3. სატენდერო წინადადება

ტენდერში მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეცავდეს ტექნიკური დავალების შესასრულებლად აუცილებელი ყველა მასალისა და სამუშაოს ღირებულებას, დღგ-ს ჩათვით, აშშ დოლარში.  გადახდა მოხდება სამუშაოების შესრულების შემდეგ და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 45-ე დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად. 

სატენდერო პროცედურები

ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით.

  • ტენდერის თარიღი –  31 აგვისტო  2022 წელი, 15:00. ჩატარების ფორმატი - შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს სათაო ოფისი.
  • ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2022 წლის 29 აგვისტოსა 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
  • კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები