ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14432 - ტენდერი თიხის გამოსაწვავი ღუმელის (Kittec s-100 ან მსგავსი) შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF) წარმოადგენს ადგილობრივ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2008 წელს, კახეთის რეგიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა გადაუდებელ პრობლემებზე რეაგირების მიზნით. KRDF 2009 წლიდან მუშაობს პანკისის ხეობაში ახალგაზრდების, ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად, სიღარიბის დაძლევის, გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით.  

გერმანიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „პანკისის ხეობაში მცხოვრები მოწყვლადი ქალებისა და გოგოების სამეწარმეო უნარების გაუმჯობესება და მათი თვითდასაქმების ხელშეწყობა ინტენსიური კერამიკის კურსის მეშვეობით“ ფარგლებში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF) - აცხადებს ტენდერს თიხის გამოსაწვავი ღუმელის (Kittec s-100 ან მსგავსი) შეძენაზე.

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ჩაბარების ვადები
  • მასალის ხარისხი
  • მასალების სანდო გზით მიწოდება
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
  • გარანტიის პირობები

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 25.09.2022, 18:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info.krdf@krdf.ge

ტელ: 577 34 58 56

ფინანსური შემოთავაზება უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები