ჩაბარების ვადა:

2 სექტემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14433 - ტენდერი სათავო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში (მთელი საქართველოს მასშტაბით) ლამინატის და მდფ მასალის სხვადასხვა სახეობის ავეჯის დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის/კომპანიების შესარჩევ ტენდერს სათავო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში (მთელი საქართველოს მასშტაბით) ლამინატის და მდფ მასალის სხვადასხვა სახეობის ავეჯის დამზადება/მონტაჟზე.

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ფოტომასალა;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკი“-ში;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება შერჩეულ კომპანია/კომპანიებთან 1 (ერთი) წლიანი თანამშრომლობის მიზნით, რომლებიც ბანკთან თანამშრომლობის 1 წლის ვადის განმავლობაში  მონაწილეობას მიიღებენ ბანკის მიერ ჩატარებულ შიდა ფასთა გამოკითხვებში;
  • ბანკის მიერ დაკვეთილი ავეჯის განფასებები მოხდება ყოველი შეკვეთის წინ შიდა ფასთა გამოკიხვის ფორმით;
  • ყოველ კონკრეტულ შეკვეთაზე ჩატარებულ ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება (დანართი #1-ხელშეკრულების შაბლონი);
  • კონკრეტული ავეჯის დამზადება-მონტაჟის შესრულების შესახებ ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებულ კომპანიას  ბანკი გაუგზავნის  ავეჯის დიზაინს, ნახაზებს ზომებისა და მასალის მითითებით (დანართი #2- ფოტონიმუშები);
  • ავეჯის მწარმოებელი კომპანიის პირველადი შერჩევა მოხდება გამოცდილების, კვალიფიკაციისა და განხორციელებული პროექტების შესაბამისად. წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ავეჯის მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. 

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 02 სექტემბერი, 17:00 საათი. 

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს 

შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი