ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14456 - Assessment of Timber Forest Product (TFP) value chains in Georgia

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კომპანიისგან ან კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 09.09.2022 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში შემდეგ მისამართზე:

GIZ-ის თბილისის ოფისი 
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული 

ერთ კონვერტში მოათავსებული უნდა იყოს საფასო შემოთავაზება, ხოლო მეორე კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. კონვერტები უნდა იყოს დანომრილი შემდეგნაირად: 

  • I - საფასო შემოთავაზება;
  • II - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში). 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი (ინგლისურად): 

  • კოპანიის (ფიზიკური პირის) სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი);
  • ტენდერის დასახელება: Assessment of Timber Forest Product (TFP) value chains in Georgia
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე
  • მიმღები: GIZ-ის თბილისის ოფისი , რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108
    თბილისი, III სართული
  • პროგრამის ნომერი: 20.2275.4-007.00
  • ტენდერის ნომერი: 83418226

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 16.09.2022 -თვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები