ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14590 - ტენდერი ლიფტების შეძენა მონტაჟე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში ჰუალინგის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ლიფტების შეძენა მონტაჟთან დაკავშირებით

სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისის ჭანტურიას ქ.13

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • ხარჯთაღრიცხვა - დანართი №1
  • ტექნიკური ნახაზები
  • დეფექტური აქტი

ტენდერის ფარგლები, შინაარსი და მოთხოვნები:

  • ბუტიკ სასტუმროსთვის 7 ცალი ლიფტის შეძენა მონტაჟი. აქედან 2 ცალი სამგზავრო ლიფტი, სახანძრო ფუნქციით (1600კგ/1,75 მ/წ 15 გაჩერება), 2 ცალი სამგზავრო ლიფტი ბარიერის გარეშე (1000კგ/1,75 მ/წ 15 გაჩერება), 2 ცალი სამგზავრო ლიფტი სამანქანე ოთახის გარეშე, სახანძრო ფუნქციით (1350კგ/1,00 მ/წ 6 გაჩერება) და 1 ცალი სატვირთო ლიფტი (2ტ/0,50 მ/წ 5 გაჩერება). სასურველია შემოთავეზებულ იქნას ბრენდები როგორიც არის მიცუბიში, კონე, ოტისი, 

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). დღგ.ს ჩათვლით. (დარიცხვის გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა მოწოდებული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად); 
  • საგარანტიო პირობები;
  • საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი;

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2022 წლის 25 სექტემბრამდე 18:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში შემდეგი საბუთები, მისამართზე: ქ.თბილისის ზღვის მიმდებარედ (ნაკვეთი 16/014), სავაჭრო ცენტრის მე-5 სართული, ჰუალინგ ჯგუფის ადმინისტრაციული  ოფისი. 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ცნობა არის თუ არა კომპანია სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოწვეყნებყლ შავი სიაში; 
  • ცნობა საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით;
  • ცნობა მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ფინანსურ დანაშაულებათა მიმართ;
  • კომპანიის დირექტორის ნასამართლეობის ცნობა;
  • ხარჯთაღრიცხვის(დანართი N1) დაბეჭდილი.

შენიშვნა: ცნობების მომზადებისთვის არასაკმარისი ვადის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტაციის მოწოდება სატენდერო ვადის დასრულების შემდეგ.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "განცხადების პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტედენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების შემცირებას.

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები