ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14600 -კონკურსი ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, დეველოპერული პროექტის "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე", საზოგადოებრივი ზონის ურბანული გარემოს პროექტის მომზადებისათვის საუკეთესო წინადადების გამოსავლენად

კონკურსის აღწერილობა:

უნ1 აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, დეველოპერული პროექტის "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე", საზოგადოებრივი ზონის ურბანული გარემოს პროექტის მომზადებისათვის საუკეთესო წინადადების გამოსავლენად.

კონკურსის მიზანი:

  • ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, დეველოპერული პროექტის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, კომერციული ზონის ურბანული გარემოს პროექტის მომზადებისათვის საუკეთესო იდეების, მიდგომების და წინადადების გამოვლენა. 
  • საპროექტო შენობა თავისი ფუნქციით, დიზაინითა და კონცეპტუალური გადაწყვეტით უნდა ქმნიდეს მიმზიდველ და მყუდრო გარემოს არა მარტო დეველოპერული პროექტ - „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, -სთვის, არამედ უნდა იქცეს მნიშვნელოვანი ურბანული ღირებულების გარემოდ, რომელიც ბუნებრივად არის ჩართული ქალაქის ქსოვილში.
  • საპროექტო ობიექტი უნდა მოიცავდეს სასტუმროს, ოფისებს, საგანმანათლებლო და co-working (საერთო სამუშაო) სივრცეებს, კვების ობიექტებს, აფთიაქს, სავაჭრო ობიექტებს, ფიტნესს, პარკინგის და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეებს, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც საცხოვრებელ კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის, ასევე გარედან მომსვლელი სტუმრებისთვის.  
  • მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდეს საფეხმავლო ზონის (ქუჩის) ჩამოყალიბება, რომელიც განვითარდება საპროექტო ტერიტორიიდან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისკენ.
  • კომერციული შენობები უნდა იყოფოდეს დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ ფართებად. არ უნდა იყოს ერთიანი სავაჭრო სივრცე ან მოლი. შესაძლებელი უნდა იყოს ინდივიდუალური ფართის ინტერიერის (მათ შორის ფასადის) ბრენდირება, იმ ფუნქციის და ბრენდის შესაბამისად, რომლითაც მომავალში მოხდება მისი გამოყენება. 

ზოგადი დებულებები:

  • კონკურსი ღიაა;
  • კონკურსი ანონიმურია;
  • კონკურსი ერთტურიანია;
  • მონაწილეებს უფლება აქვთ კონკურსზე წარადგინონ პროექტის  რამოდენიმე ვარიანტი
  • კონკურსში მონაწილეობა ან გამარჯვება არ გულისხმობს „კომპანიის“ მხრიდან უპირობოდ მის ავტორთან საბოლოო პროექტთან დაკავშირებულ თანამშრომლობას;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად თანხმობას აცხადებს საკონკურსო მოცემულობისა და პირობების დაცვაზე;
  • კონკურსი ტარდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა არქიტექტორს, ორგანიზაციას და/ან არქიტექტურულ სახელოსნოს;
  • კონკურსი შემდგარად ითვლება თუ შემოვა  მინიმუმ 5 სხვადასხვა ავტორის პროექტი;
  • საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „უნ1“;
  • კონკურსის ორგანიზატორია შპს „უნ1“ (შემდგომში „კომპანია“);

კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია:  

  • მისამართი - ა. პოლიტკოვსკასიას 3 („შენი სახლი ჯიქიაზე“), შენობა 14ა, სართული2.
  • საკონტაქტო პირი - ბესო ორთოიძე - 599140815 - besortoidze@gmail.com

საპროექტო ტერიტორია:

  • უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე დეველოპერული პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, რომელიც მოიცავს 62,215 კვ.მ მიწის ნაკვეთს. გენ-გეგმის მიხედვით უნივერსიტეტის ქუჩის მომიჯნავედ და მის პარალელურად დაგეგმილია კომერციული ზონის განვითარება.
  • უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე დეველოპერული პროექტის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, მიმდებარე არეალის განაშენიანება ქალაქგეგმარებითი თვალთახედვით ჩამოუყალიბებელია, მიუხედავად საბჭოთა პერიოდში დაგეგმილი და ნაწილობრივ განხორციელებული საუნივერსიტეტო კომპლექსისა. თბილისის ამ ნაწილში ურბანული სივრცის ორგანიზებას ახლა ეყრება საფუძველი. ამას ემატება არეალში თავმოყრილი, სხვადასხვა ეტაპის „არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებით გამორჩეული ნაგებობები“, - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, ბიბლითეკა, ახალი სპორტული დარბაზები, სასაფლაოები, მშენებარე ხიდი ბაგებში და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი საცხოვრებელი უბნები. უბნის ქალაქგეგმარებით თავისებურებას წარმოადგენს  ურბანული ქსოვილის ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონიც.
  • კონკურსი ტარდება კომერციული ზონის (რომელიც მოიცავს  #18,#19,#20,#21,#22,#23 შენობებს სრულად, #1,#2,#3,#4,#5 შენობების 1,2,3,4 სართულების ფასადურ ნაწილს (მთლიანად ეს შენობები 8 სართულიანია და 5-8 სართულამდე ტიპიური საცხოვრებელი იქნება), ამ შენობებს შორის ქუჩას და უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან ტროტუარს) ურბანული გარემოს პროექტის მომზადებისათვის საუკეთესო იდეების და წინადადების გამოსავლენად;

საპრემიო ფონდი:

  • კონკურსში გამოვლინდება სამი საუკეთესო პროექტი;
  • კონკურსში გამარჯვებულებისთვის დაწესებულია შემდეგი პრემიები:
  • პირველი პრემია - 20,000 ლარი,
  • მეორე პრემია - 15,000 ლარი,
  • მესამე პრემია - 10,000 ლარი.
  • პრემია მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • ჟიური ვალდებულია გამოავლინოს სამივე პრემიის გამარჯვებული კონკურსის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
  • პროექტების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი განხილვის შედეგები; 
  • მოეწყობა გამოფენა, სადაც ყველა საკონკურსო პროექტი გამოიფინება.

კონკურსის ჟიური: გამარჯვებული პრეტენდენტი გამოვლინდება პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების საფუძველზე. 

გამარჯვებულ პრეტენდენტს შეარჩევს საკონკურსო ჟიური შემდეგი შემადგენლობით: 

  • ნიკა შავიშვილი - არქიტექტორი (ჟიურის თავმჯდომარე);
  • ირაკლი მურღულია - არქიტექტორი;
  • ანა ბიბილაშვილი - არქიტექტორი.
  • გიორგი ინასარიძე - არქიტექტორი;
  • რატი ჩომახიძე - არქიტექტორი; 
  • მიშა ბალიაშვილი - არქიტექტორი;

საკონკურსო ჟიური, თავისი შეხედულებისამებრ, ადგენს საკონკურსო პროექტების შესაბამისობას და გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულებს.

საკონკურსო ჟიურის მუშაობის რეგლამენტი:

  • ჟიურის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა;
  • გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით;
  • გადაწყვეტილების გამოტანის მსვლელობასა და შედეგს ჟიური აფიქსირებს შესაბამის ოქმში;
  • საოქმო გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.ხმების მსგავსი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, ჟიურის თავჯდომარეს ხმას აქვს გადამწყვეტი უფლება.

შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: 

  • კორექტირებულ გრგ-სთან შესაბამისობა.
  • სიცოცხლისუნარიანობა (განხორციელებადი).
  • კომერციულად რეალიზებადი.
  • მყუდრო გარემოს ჩამოყალიბება (ადამიანის მასშტაბის გათვალისწინებით).
  • საფეხმავლო ქუჩების განვითარება.

კონკურსანტებზე გადასაცემი დოკუმენტაცია:

  • ტერიტორიის ტოპოგრაფია;
  • განაშენიანების ფუნქციური ზონირება;
  • შეთანხმებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მომზადებული კორექტირებული პროექტი, რის მიხედვითაც უნდა იხელმძვანელოს კონკურსანტმა.
  • საპროექტო სქემები;
  • ფოტო მონტაჟის განსაზღვრული ადგილები;

კონკურსზე წარსადგენი მასალა.

  • კონკურსის ანონიმურობიდან გამომდინარე მონაწილემ საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინოს უნიკალური კოდით, რომელიც უნდა შედგებოდეს ერთი ასოსგან და 6 ციფრისგან (მაგ: ა123456). 
  • საკონკურსო წინადადებასთან ერთად უნდა მოხდეს დალუქული კონვერტის წარმოდგენა (რომლის გახსნაც მოხდება, მხოლოდ კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ), სადაც მითითებული იქნება უნიკალური კოდი და მონაწილის სახელი, გვარი იდენტიფიცირებისთვის. 
  • საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ფორმა: - საკონკურსო წინადადების ჩაბარება უნდა მოხდეს ფიზიკურად, დისკზე ან ფლეშკაზე ჩაწერილი (ფორმატი PDF, Archi Cad, Auto Cad) შემდეგ მისამართზე: ა. პოლიტკოვსკასიას 3 („შენი სახლი ჯიქიაზე“), შენობა 14ა, სართული2. 
  • ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭვდითი ვერსია - მყარი პლანშეტები - A0 ფორმატში (2 ცალი), ორიენტაცია პორტრეტი და უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
  • განმარტებითი ბარათი - პროექტის ძირითადი კონცეფციის, შენობების ფუნქციების, გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების აღწერით და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით (A4 ფორმატი);
  • სიტუაციური გეგმა (1:1500);
  • გენგეგმა (1:500);
  • განშლები (1:500);
  • სართულების გეგმები ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლებითა და ფუნქციური ზონირებით (1:500);
  • ჭრილები, ფასადები (საჭიროების მიხედვით) 1:500;
  • საპროექტო შენობების ესკიზი - სასურველია რენდერები მომიჯნავე შენობებთან ერთად;
  • ვიზუალიზაცია და 3D განზომილებაში წარმოდგენა, ფოტომონტაჟი (სავალდებულოა საკონკურსო განაცხადზე თანდართულ სამ ხედზე დამუშავებული ფოტომონტაჟი).

8. კალენდარი

  • კონკურსის გამოცხადების თარიღია 2022 წლის 12 სექტემბერი.
  • საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბერი 18:00.

საკონკურსო პროექტებზე საავტორო და საკუთრების უფლებები:

  • ყველა მონაწილე საკონკურსო პროექტზე საავტორო და საკუთრების უფლება გადაეცემა „კომპანია“-ს

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

სატენდერო დოკუმენტაცია