ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14762 - ტენდერი პლასტიკური ბარათების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსგაზ ენდ პეტროლ კომპანი“ აცხადებს ტენდერს პლასტიკური ბარათების შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • სტანდარტული ზომის, ორმხრივად ნაბეჭდი/ბრენდირებული, მაგნიტურზოლიანი (HiCo), კოდირებული პლასტიკური ბარათები შემსყიდველის მიერ მოწოდებული დიაპაზონის და დიზაინის მიხედვით.
  • შესყიდვის რაოდენობა სამ ვარიანტად: ვარიანტი N1 - ფასი 20 000 ცალის შესყიდვის შემთხვევაში; ვარიანტი N2 – ფასი 15 000 ცალის შესყიდვის შემთხვევაში; ვარიანტი N3 – ფასი 5 000 ცალის შესყიდვის შემთხვევაში.
  • მიწოდება - ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. N18. 

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • ბარათის ფოტოები - Photo
  • დიზაინის ფაილები - Design
  • კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი N1

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიისმისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში; პროდუქციის სატესტოდ მოწოდება აუცილებელია !
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგნიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლადუნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი, ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი - T14762
  • დასაშვებია წინადადების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ.ფოსტაზე გამოგზავნით: echachanidze@neogas.ge
  • კომერციული წინადადების და ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა

სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო ნომერი: (599) 67-14-14
ესმა ჩაჩანიძე
ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები