ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2022, 17:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T14817 - ტენდერი პოს ტერმინალების თერმული ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში.

"შპს ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ტენდერს პოს ტერმინალების თერმული ქაღალდების შესყიდვაზე.

პოს ტერმინალების ქაღალდი- ( თერმული ლენტი-სპეციფიკაცია:

  • სიგრძე - 18 მეტრი
  • სიმაღლე - 55მმ.
  • დიამეტრი - არა უმეტეს 40მმ.

რაოდენობა საშუალოდ 12000ც. რულონი თვეში.

მოწოდება უნდა განხორციელდეს თვეში 3-4 ეტაპად, 3-12 თვის განმავლობაში

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება. 

სატენდერო პირობებიტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები); ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე;

ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 7 ოქტომბერი, 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

კითხვებზე დაუკავშირდით:
ლევან ტყაბლაძე
მობ: +995 577 325 955
ელ. ფოსტა: levan.tkabladze@bs2.lt

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ოქტომბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა