ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14881 - Mentorship tender announcement

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი შესყიდვაზე, რომელიც მიმდინარე პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება“  \(BSB -1130) ფარგლებში ჩატარდება.

პროექტი "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" მიზნად ისახავს ორი სეგმენტის - ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთმანეთთან დაკავშირებას. პროექტის სამიზნე ჯგუფებში შედის ტურიზმისა და კულტურის სფეროს  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, მხატვრული რეწვის ოსტატები, ამ სფეროს სხვა ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ცენტრები და ა.შ. ტრენინგების სერიის ფარგლებში სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და უნარები მეწარმეობის, შემოქმედებითი ტურიზმის, კულტურის სფეროს პროდუქტების, კულტურული მემკვიდრეობის აქტივების შემოქმედებითად და ინოვაციურად გამოყენების შესახებ.  

პროექტის ძირითადი თემებია: „შემოქმედებითი ტურიზმი და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული პროდუქტები“, „მეწარმეობა ტურიზმსა და კულტურაში“ . პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებები შემოქმედებითი ტურისტული შეთავაზებებისა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების შექმნას უწყობს ხელს. პროექტის სამმა პარტნიორმა ორგანიზაციამ  უკრაინიდან, ბულგარეთიდან და საქართველოდან  სამივე ქვეყნისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი მიმართულება აირჩიეს. ესენია:  ხელოვნება და ხელნაკეთობა, ტრადიციები, ადათ-წესები, დღესასწაულები და კულინარიული მემკვიდრეობა.

მიზნების მისაღწევად, პარტნიორები შემდეგ ღონისძიებებს ახორციელებენ:

  • ტრენინგები შემოქმედებითი ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პროდუქტების შესახებ;
  • იდეებს კონკურსი  ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ადგილობრივი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აქტივებზე დაყრდნობით;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების საუკეთესო იდეების შეფასება და შერჩევა;
  • იდეების რეალურ ტურისტულ პროდუქტად გადაქცევის ქოუჩინგის (მენტორინგის) სერვისების უზრუნველყოფა;
  • ახლად შემუშავებული პროდუქტების ჩართვა ტრანსსასაზღვრო თემატურ მარშრუტებში;
  • ახალი პროდუქტებისა და ტრანსსასაზღვრო მარშრუტების მხარდაჭერა პროექტისა და პარტნიორების მიერ ხელშეწყობის გზით.

სამუშაო პაკეტის T2 (А.Т2.5 და А.Т2.6) ფარგლებში, რომლის ნაწილია წინამდებარე სერვისები, ჩატარდა კონკურსი "შემოქმედებითი ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პროდუქტები, შემუშავებული ინოვაციური კომპანიების მიერ (სტარტაპი)". შეირჩა საუკეთესო ცხრა იდეა თითოეული პარტნიორ ქვეყანაში 

ამ შესყიდვის საგანია „კრეატიული ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მენტორული მომსახურება“, რომელიც მიეწოდება ცხრა შემოქმედებითი ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის პროდუქტის იდეის ავტორებს. ამ სერვისებმა ხელი უნდა შეუწყოს პროექტის მთავარი მიზნის მიღწევას, კერძოდ, ახალი მიდგომის დანერგვას კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედებით ინდუსტრიებთან დაკავშირებისა და შემოქმედებითი ტურიზმისთვის მიმზიდველი პროდუქტებისა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული პროდუქტების შესაქმნელად. სერვისების განხორციელება ორიენტირებულია პროექტის სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლების შესაძლებლობების, ცოდნისა და უნარების გაზრდაზე ერთდროულად ორივე მიმართულებით: შემოქმედებითი ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა.

ყველა მიიღებს მენტორულ მხარდაჭერას და კონსულტაციებს, „კრეატიული ტურიზმისა“ და „კულტურული მემკვიდრეობის“ მიმართულებით.

მენტორინგის პროცესი ეფუძნება კომპეტენციების, ცოდნისა და უნარების განვითარებას სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლის - ავტორის შესახებ იდეების განვითარებაზე, ადგილობრივ მემკვიდრეობასთან დაკავშირებაზე, მაგალითად:

შემოქმედებით ტურიზმთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ცოდნისა და განვითარების მიდგომის გაუმჯობესების შესაძლებლობა სიცოცხლისუნარიანი კონცეფციისადმი;

ტურიზმის სფეროში შემოქმედებითი იდეის განხორციელების უნარ-ჩვევებს გაღრმავება;

დაინტერესებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროფესიული ან/და პრაქტიკული გამოცდილება „კრეატიულ ტურიზმში“, ან პროფესიული ან/და პრაქტიკული გამოცდილება „კულტურულ მემკვიდრეობაში“.

კანდიდატი ვალდებულია წარადგინოს CV

შემოთავაზების ღირებულება

გამარჯვებულის გამოვლენა

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს  პირს, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • მომსახურების ხარისხი
  • მოქნილობა
  • გამოცდილება 

დამატებითი ინფორმაცია:

  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • ტენდერში მონაწილეები ინფორმირებული იქნებიან ტენდერის შედეგების შესახებ;

სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mariamk@gaccgeorgia.org natiat@gaccgeorgia.org

გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 17 ოქტომბერი - 18:00 საათი. 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: mariamk@gaccgeorgia.org natiat@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები