ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14892 - ტენდერი ელექტრო მოწყობილობის განახლებასა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ აცხადებს ტენდერს ელექტრო მოწყობილობის განახლებასა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე შემდეგი ობიექტებისათვის:

  • აგგს „უნივერსიტეტი“, მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N6 - სატრანსფორმატორო ჯიხურის მოწესრიგება.
  • აგგს „ავჭალა“, მის: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა N39 - სატრანსფორმატორო ჯიხურის რეაბილიტაცია.
  • აგგს „სამტრედია“, მის: სამტრედიის რაიონი, სოფელი დაფნარი - მაღალი ძაბვის საჰაერო ელ.გადამცემი ხაზის ტრასის მოწესრიგება.
  • აგგს  „ნატახტარი“, მის: მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი - ტრასის გასწვრივ ხეების გაკაფვა და დაშვებული ხაზების დაჭიმვა.
  • აგგს „ველისციხე“, მის: გურჯაანის რაიონი, სოფელი მუკუზანი - ტრასის გასწვრივ ხეების გაკაფვა და დაშვებული ხაზების დაჭიმვა.
  • აგგს „აეროპორტი“, მის: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი - ტრასის გასწვრივ ხეების გაკაფვა და დაშვებული ხაზების დაჭიმვა.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური აღწერილობა და შესასრულები სამუშაოების ვადები.

განსაკუთრებული პირობა: სამუშაოები აუცილებლად უნდა შესრულდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მათი დაცვით.

სასურველი პირობა: დაინტერესებულმა პირებმა უნდა ნახონ სარემონტო ობიექტები დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 21 ოქტომბრის 18:00 სთ.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი, ასევე ტენდერის მიმღები ორგაზაციის (შპს გაზ ენდ პეტროლ კომპანი) და ტენდერის დასახელება.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ესმა ჩაჩანიძე
საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14
ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge

საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით:
ლევან ლაბაძე
საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა