ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14895 - ტენდერი ბჟუჟა და ალაზანი ჰესების საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების შეკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“აცხადებს ტენდერს ბჟუჟა და ალაზანი ჰესების საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების შეკეთებაზე 07/10-GIEC-S/Transformator-22.

სამუშაოს დასახელება: ბჟუჟა და ალაზანი ჰესების საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების შეკეთება მომწოდებლის მასალით. 

  • ბჟუჟა ჰესი - ტრანსფორმატორი 2 ცალი
  • ალაზანი ჰესი - ტრანსფორმატორი 1 ცალი

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • გამოირთოს წრედიდან.
  • ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები ს/მ ტრანსფორმატორს.
  • ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები და სრული დიაგნოსტიკა.
  • ტრანსფორმატორი დაიდგას სამანქანო დარბაზში სამონტაჟო მოედანზე.
  • მიუერთდეს ზეთის ფილტრაციის სეპარატორი.
  • ჩამოიცალოს ზეთი 5 ტონიან ავზებში.
  • განხორციელდეს ზეთის სეპარაცია მუდმივად უწყვეტ რეჟიმში, სამუშაოების შესრულების პერიოდში.
  • მოიხსნას ზეთის გამფართოებელი ავზი.
  • გაიხსნას ტრანსფორმატორი და ამოღებული იქნას გულანა.
  • დაიკიდოს გულანა დასაწრეტად.
  • გაიხსნას და ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურეობა გადამრთველ მექანიზმებს და კონტაქტებს.
  • საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი გამოცვლა.
  • გადაეჭიროს ყველა კონტაქტი და შეერთება.
  • გაიხსნას და გამოიცვალოს გამომყვანი კონტაქტები.
  • შეიცვალოს გამომვანი კონტაქტების ღეროები.
  • გაირეცხოს ავზი და ჩაუტარდეს სრულფასოვანი შრობა.
  • ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა ტრანსფორმატორის ხვიებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი რეაბილიტაცია.
  • გაირეცხოს და გაიშროს ტრანსფორმატორის გულანა და ხვიები.
  • შეიცვალოს ტრანსფორმატორის შემამჭიდროებელი რეზინები. როგორც რადიატორებზე ასევე სახურავზე.
  • შეიღებოს ტრანსფორმატორი გარედან.
  • აიწყოს ტრანსფორმატორი.
  • დაყენდეს ზეთის გამფართოებელი ავზი.
  • ჩაისხას სეპარირებული ზეთი ტრანსფორმატორში. აუცილებლობის შემთხვევაში დაემატოს ზეთი, სეპარატორის გავლით.
  • გამოირთოს სეპარატორი და ტრანსფორმატორის გაცივების შემდგომ ჩაუტარდეს სრული ელექტროტექნიკური დიაგნოსტიკა.
  • საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს ზეთის სეპარაცია ტრანსფორმატორის საექსპლუატაციო ტექნიკური მახასიათებლების მიღწევამდე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: 

  • ბჟუჟა ჰესი  -  ოზურგეთის რაიონი, სოფ. გომი. 
  • ალაზანი ჰესი - გურჯაანის რაიონი, სოფ. ვეჯინი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შენიშვნა:
  • დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • შენიშვნა:
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 17 ოქტომბერი, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 07/10-GIEC-S/Transformator-22
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე - საკონტაქტო ნომერი: 598760796.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები