ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14956 - ტენდერი საწყობის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს: 

  • ნომრით #-EF-GE/599
  • დანიშნულებასაწყობის მშენებლობა

 თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • ასაშენებელი საწყობის გეგმა
  • არსებული საწყობის ფოტოები, რომელზეც უნდა მიშენდეს ახალი.

დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული და ხელმოწერილი სატენდერო შემოთავაზება;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • საწყობის მშენებლობა დაგეგმილია მცხეთის რაიონში, სოფ. ნატახტარში, ლუდსახარში ნატახტარის ტერიტორიაზე.
  • ახალი საწყობის სტრუქტურა (მასალა, ფანჯრები და ა.შ.) უნდა იყოს იგივე, რაც აქვს არსებულ საწყობს.
  • შესრულებული სამუშაო სრულად უნდა ჩაბარდეს 2022 წლის ბოლომდე.
  • თანხის გადახდა მოხდება სამუშაოს შესრულებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შემსრულებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის თარიღიდან 30 კალენდარულ დღეში;
  • იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 13.10.2022 18:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 18.10.2022 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულელ ექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
შესყიდვების დეპარტამენტი: თეკლა ნოზაძე
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები