
14 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T14961 - ტენდერი გოლფ კლუბიდან ტაბახმელას რეზერვუარამდე წყალსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 31 ოქტომბერი 2022 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 ნოემბერი 2022 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გოლფ კლუბიდან ტაბახმელას რეზერვუარამდე წყალსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
ობიექტის დათვალიერება დაინტერესებული კომპანიებისთვის შესაძლებელი იქნება 2022 წლის 25 ოქტომბერს 12:00 საათზე. ლოკაცია - https://maps.google.com/?q=Tbilisi&ftid=0x40440ea9b8278881:0xe7391be244b29dd7&entry=gps
კონკურსი ტარდება 2 ლოტად:
- ლოტი N1: ტაბახმელას II აწევის სატუმბო სადგურის მშენებლობა
- ლოტი N2: დ=630მმ ქსელის მოწყობა პკ 0+00-დან პკ 14+05-მდე
- ლოტი N3: დ=630მმ ქსელის მოწყობა პკ 14+05 (00+00)-დან პკ 42+34 (28+29)-მდე
- ლოტი N4: ტაბახმელას III აწევის სატუმბოს სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა
- ლოტი N5: დ=630მმ ქსელის მოწყობა პკ 43+21 (00+00)-დან პკ 59+78 (16+57)-მდე
- ლოტი N6: დ=630მმ ქსელის მოწყობა პკ 59+78 (00+00)-დან პკ 73+70 (13+92)-მდე
- ლოტი N7: დ=355მმ ქსელის მოწყობა შინდისისკენ პკ 00+00-დან პკ 29+57-მდე
მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- გოლფ კლუბიდან ტაბახმელას რეზერვუარამდე წყალსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული პროექტების შესაბამისად
განსაკუთრებული მოთხოვნა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან
- პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა, ფოლადის მასალა - წყალსადენის ქ. N7 და ფეიქრების ქ. N14;
- ფოლადის მილები - იუმაშევის ქ. N14 (ლილოს ) და ნატახტარი (მცხეთა-კობის ტრასა, 200 მეტრი);
- მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად;
- ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია სამუშაო ობიექტზე GWP-ისთვის უზრუნველყოს საოფისე კონტეინერის მოწყობა;
- სამშენებლო სამუშაოების გაწევის ყველა ეტაპზე, სამუშაო ადგილზე გამარჯვებულ კომპანიას წარმოდგენილი უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც სერთიფიცირებულია 2021 წლის 13 სექტემბერის ბრძანება № 01-81/ნ მიხედვით;
- თითოეულ მონაკვეთზე გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს 8 საათიანი რეჟიმით;
ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს:
- სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა სრულ მოცულობაზე (კონტრაქტორის ყველა რისკის დაზღვევის პოლისი) + GWP-ის მასალის გათვალისწინებით, თითოეულ ლოტზე ცალკე; (იხ. ტაბახმელა II - მასალის ღირ-ბის ფაილი);
- მესამე პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, სადაც სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი არ უნდა იყოს 500,000.00 ლარზე ნაკლები, თითოეულ ლოტზე ცაკლე.
- სადაზღვეო ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი ცალკე, ტენდერში მოცემული განფასებების დამატებით ველში.
- ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, წარმოადგინოს სადაზღვეო კომპანიის მიერ სატენდერო პირობებში მოთხოვნილი სადაზღვეო პირობების შესაბამის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- სადაზღვეო პოლისის მოქმედების ვადა - 2024 წლის 31 მარტი.
განფასება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით.
სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონში.
- სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ტენდერზე თანდართულ „შეჯამების“ ფაილში (60 კალენდარული დღე);
მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
- შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით. პირველი 2 წელი სახელშეკრულებო ღირებულების 5% საბანკო გარანტიით უზრუნველყოფის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი 3 წელი გარანტიით უზრუნველყოფის გარეშე.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:
- შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ხარჯთაღრიცხვები ტენდერზე თანდართული ფორმით;
- შენიშვნა: აუცილებლად უნდა განფასდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა ის პუნქტი, რომელსაც აწერია „კონტრაქტორის მასალა“ და „კონტრაქტორის მომსახურება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
- სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
- ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.9 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გადმოწერეთ შემდეგი ბმულიდან: https://bit.ly/3SXfTGB
Password: gwp12345
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 14 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი ვეშაპიძე,
მობ: +995 595 33 93 30,
E-mail: gveshapidze@gwp.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 93 11 11 (1145);
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
8. მილსადენის გამორეცხგვა- ა) იმავე შეხვედრაზე დამკვეთის წარმომადგენელმა შეგვატყობინა რომ მილსადენის გასარეცხად საკმარის წყალს GWP მოგვაწვდის, გთხოვთ დაგვიდასტუროთ. ბ) მილსადენის გამოსარეცხად საკმარისი წყლის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ ახალი სატუმბო სადგურის ამუშავების შემდეგ და რადგანაც სამუშაო დაყოფილია ლოტებათ, ჩვენც შესაბამისად თვითეული ლოტი უნდა განვაფასოთ როგორც დამოუკიდებელი პროექტი. გვიჩნდება კითხვა: როგორ დავგეგმოთ და როგორ იქნება გამოსარეცხი წყლის მოწოდება ასახული როგორც გრაფიკში ასევე ხელშეკრულების ვადებში.
ვადასტურებ წყლის მიწოდება მოხდება ჩვენი მხრიდან
7. ტესტირება - წინასატენდერო შეხვედრაზე დამკვეთმა შეგვატყობინა რომ წყალს ტესტირებისათვის და გამორეცხვისათვის მოგვაწვდის GWP, ტესტირებისათის წყალს მივიღებთ არსებული მოქმედი მილსადენიდან, გთხოვთ დაგვიდასტუროთ და შეგვატყობინოთ დაახლოებით რა დებეტით მივიღებთ წყალს რათა შემდგომ ავსახოთ გრაფიკში
ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია რა დებიტით შევძლებთ წყლის მიწოდებას. წყლის მიწოდება დამოკიდებულია მილსადენის გარეცხვის პერიოდზე. ზაფხულში ივნისიდან-აგვისტოს პერიოდში ძალიან გართულდება პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამდენი წყლის აღება შავნაბადის დ-150 მმ ფოლადის მილიდან.
6. მოძრაობის კოორდინაცია- როგორ მოხდება კონტრაქტორების მიერ სამშენებლო დერეფანში მოძრაობის კოორდინაცია, საკმაოდ დიდი რაოდენობა მასალების არი შემოსაზიდი, გასაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ 3-ე ლოტზე მისი ნახევარი გადის ტყეში და შემოსავლელი დროებითი გზების გაკეთება თითკმის შეუძლებელია, ხოლო არსებული შემოსავლელი გზა გადის „თბილისი ჰილლსის“ ტერიტორიაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა „თბილისი ჰილლსის გზები გამოყენება გარკვეულ ეტაპზე, მათ შორის სატუმბო სადგურზე ბეტონის მისატანად
ვესაუბრეთ თბილისის ჰილსს და მათი განმარტებით ბეტონმზიდი მანქანები არ გადაადგილდებიან თბილისი ჰილსის ცენტრალური გზით ისინი სარგებლობენ შავნაბადის მონასტრის გზით.
5. მუხლები - პროექტის მიხედვით ჩანს რომ იქნება გარკვეული რაოდენობა მუხლებისა რომელიც არ არის მითითებული ხარჯთაღრიცხვაში, რა მეთოდი არის მისაღები დამკვეთისათვის, ცივად მოღუნვა ( დანადგარის მეშვეობით) თუ სეგმენტების ჩაკერება დამკვეთის მიერ მოწოდებული მილების გამოყენებით.
პროექტირების დროს მილსადენის ტრასის ტრაექტორიაზე, სადაც შესაძლებელი იყო 30 გრადუსზე ზევით მოხვევის დადგენა, ყველგან გათვალისწინებულია შესაბამისი გრადუსების ქარხნული მუხლები. იქ სადაც 30 გრადუსზე ნაკლები მოხვევაა და მისი ზუსტი დადგენა შეუძლებელი იყო პროექტირების დროს, გამოყენებული იქნას 30 გრადუასიანი ქარხნული მუხლი შესაბამისი გრადუსის კორექტირებით. ზემოთ აღნიშნული სამშნებლო წესებისა და ნორმების შესაბამისად მილსადენზე მილების კუთხით შედუღება საველე პირობებში დაუშვებელია. რაც შეეხება ცივათ მოღუნვას, ნორმებით დასაშვებია თუ ამისათვის სათათანადო ქარხნული დანადგარი გაგაჩნიათ.
4. ხარჯთაღრიცხვაში ბევრ პოზიციაზე მითითებულია შეძენა მონტაჟი და ამავდროულად ქვეპუნტქტში მითითებულია კონტრაქტორის ან GWP-ს მასალა, რადგან მასალა გამოყოფილია ჩვენ ვვარაუდობთ რომ უნდა განვაფასოთ მონტაჟის ღირებულება ხოლო კონტრაქტორის მასალაშ მიუთითოთ ჩვენი ფასი ხოლო GWP-ს მასალა დავტოვოთ ღიად, გთხოვთ დაგვიდასტუროთ
იქ სადაც მასალასთან მითითებულია GWP-ს მასალა თქვენ უნდა განაფასოთ მხოლოდ მონტაჟის ღირებულება.
3. პროექტში მითითებულუა ქვიშის 0-5 მმ გამოყენება , მაგრამ არ არის განსაზღვრული ამ მასალის მექანიური და ქიმირუეი თვისებები, კერძოდ გარეცხილი თუ გაურეცხავი, ანუ ორგანული მინარევების დასაშვები დონე.
საპროექტო მილსადენის ქვიშის ბალიშის მოსაწყობათ პროექტი ითვალისწინებს 0-5 მმ ფრაქციის ქვიშის გამოყენებას, რომლის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები უნდა შეესაბამებოდეს гост 8736-2014 სტანდარტს.
2. იზოლაცია- პროექტში პირა პირა ნაკერების იზოლაცია მითითებულია „ბითუმით, მინაქსოვილით და რუბეროიდით“, იქნებ დაგვიზუსტოდ სტანდარტი, ან მაგალითისათვის მოიყვანოთ რომელიმე ბრენდის პროდუქცია მაგალითად თემომმომჭერი ქუროები SHAIC 3401 (3LPE-სამფენიანი) SHAIC 340 (2LPE-2 ფენიანი), CANUSA GTS-65-B 450 BK/L და ა.შ. მოთხოვნილია თუ არა პირა პირა სილაჭავლური ან სხვა მეთოდით გაწმენდა. პროექტში ასევე მოთხოვნილია სხვა და სხვა ლითონის ფასონური ნაწილების შეძენა და მონტაჟი რა მეთოდით უნდა მოხდეს მათი ჰიდროიზოლაცია?
საპროექტო ფოლადის მაგისტრალური მილსადენის მოწყობა უნდა განხორციელდეს სამშენებლო ნორმებისა დაწესების: СНиП III-42-80* და СНиП 2.05.06-85* „Магистральные трубопроводы“ სტანდატების შესაბამისად, სადაც გაწერილია თუ როგორ უნდა განხორციელდეს ყველა სახის სამუშაოების რიგითობა: მოსამზადებელი, მიწის, შედუღების, შედუღების კონტროლის, ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და ა. შ. შედუღების ნაკერის სილაჭავლური გაწმენდა აუცილებელი არ არის, საკმარისია მექანიკური გაწმენდა მშრალ პირობებში განხორციელდეს. წარმოდგენილი თერმო მომჭერი ქუროების ბრენდები მისაღებია ან შესაძლებელია სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება ზედამხედველობის სამსახურთან წინასწარ შეთანხმების შემდეგ. რაც შეეხება სხვადასხვა ფასონური ნაწილების ჰიდროიზოლაციის მეთოდს, ის ასვე ზემოთ მოყვანილი სტანდარტის შესაბამისად უნდა განხორციელდეს შემდეგი მიმდევრობით: ფასონური ნაწილი უნდა გაიწმინდოს მექანიკურად, დაიფაროს ბიტუმის მასტიკით, გაშრობის შემდეგ შემოხვეული იქნას ჰიდროსაიზოლაციო ლენტი გაცხელების მეთოდით სპირალურად 50%-ის ერთმანეთზე გადადებით ორი ფენის მისაღებათ.
მოგესალმებით, ოპტიმალური ფასის მოწოდების მიზნით გთხოვთ განგვიმარტოთ შემდეგი საკითხები: 1. სადააზღვევო ღირებულების განსაზღვრისათვის გთხოვთ განგვიმარტოთ პროექტი უნდა დაზღვეულ იქნას დღგ-ს ჩათვლით თუ არა? თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებზე სატენდერო დოკუმენტაციიაში აღნიშნული ფასი დღგ-ს ჩათლით არის მითითებული?
მოგესალმებით, ჩვენს მიერ მოწოდებული მასალებზე ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით, რაც შეეხება კიტხვის მეორე ნაწილს, თქვენს მიერ საზღვევის ღირებულება უნდა გადანაწილდეს განფასების სხვა და სხვა პოზიციებზე, შესაბამისად დღგ-ს დარიცხვა მოხდება განფასების ბოლოს.
მოგესალმებით, ლოტი #7-ში გათვალისწინებულია ე.წ. "კროტის" სამუშაოები, ჯამურად 270 გრძ/მ. გთხოვთ, დაგვიკონკრეტოთ გრუნტის კატეგორია, რომელშიც ჩასატარებელია "კროტის" სამუშაოები. გმადლობთ
მოგესალმებით, აღნიშნული მონაკვეთში გრუნტი IV-V კატეგორისაა
მოგესალმებით. ხარჯთაღრიცხვაში მოცემულია რეზერვუარის ბეტონი C-30/37. ნახაზების განმარტებიტ ბარათში მოცემულია რეზერვუარის ბეტონი C-30/37 XC3,XA1,XS1. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ რომელის კლასი ბეტონის მარკას შეესაბამაება M და B კლასიფიკაციით. ასევე წყალგაუმტარობით W ყინვამედეგობით F კლასიფიკაციით. რომ არ მოხდეს მშენებლობის დროს ბეტონის მარკიანობაზე გაუგებრობა.
პროექტში რეზერვუარის ბეტონი მოთხოვნილია ევროპილი კლასიფიკაციით C30/37 XC3,XA1,XS1, რომლის მოთხოვნის უფლება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია და შესაბამისად მშენებლობის დროს ზედამხედველობის მიერ მოთხოვნილი იქნება ბეტონის მომზადება ევროპული სტანდარრტის (EN 206-1.1) -ის შესაბამისად. რაც შეეხება ევროპული ბეტონის რუსულ სტანდარტთან შესაბამისობის დასადგენად ინტერნეტში ამის შესახებ უამრავი ინფორმაციაა. გიგზავნით ერთ-ერთ მსგავს წყაროს: https://mosbetontorg.ru/informatsiya/europeyskaya-klassifikatsiya-betona/ Соответствие европейских и российских марок представлено в таблице: Марка по EN 206-1 Марка по ГОСТ 7473-2010 Класс по ГОСТ 7473-2010 С8/10 М150 В10 С12/15 М200 В15 С16/20 М250 В20 С18/22 М300 В22.5 С20/25 М350 В25 С25/30 М400 В30 С30/37 М450 В35 С32/40 М550 В40 С35/45 М600 В45 http://xn--90ahbzibgi7f8a.xn--p1ai/marki-betona-voskresensk.html Таблица морозо- и водостойкости бетона различных марок и классов М (марка) 100 150 200 250 300 350 400 450 550 В (класс) 7,5 12 15 20 22,5 25 30 35 40 F (морозостойость) 50 50 100 100 200 200 300 200-300 200-300 W (водонепроницаемость) 2 2 4 4 6 8 10 8-14 10-16
დიდი მადლობა ყველაფერი ვიპოვნეთ
მოგესალმებით, აღნიშნულ ტენდერზე დაკორექტირდა შემდეგი დასახელების დოკუმენტაცია „2. ლოტი #1_ სამშენებლო“ და „2. ლოტი #4_ სამშენებლო“, რომელიც ატვირთულია შემდეგ ბმულზე - სრული სატენდერო დოკუმენტაცია გადმოწერეთ შემდეგი ბმულიდან: https://bit.ly/3SXfTGB Password: gwp12345
მადლობა, პასუხისათვის მაგრამ არც *.*kmz ფაილი და არც AutoCAD ფორმატის ნახაზი დოკუმენტაციაში არ არის
ქვემოთ მოცემულ ბმულზე შებრძანდით და იხილავთ განახლებულ დოკუმენტაციას. სრული სატენდერო დოკუმენტაცია გადმოწერეთ შემდეგი ბმულიდან: https://bit.ly/3SXfTGB Password: gwp12345
დაგეგმილია თუ არა ობიექტის დათვალიერება დამკვეთის წარმომდაგენელთან ერთად ანდ თუ შეიძლება ასეთის დაგეგმვა
მოგესალმებით, შეგიძლიათ ატვირთოთ მილსადენის ტრასის "."kmz ფაილი, ან გენ გეგმა AutoCAD-ფორმატში,
მოგესალმებით, აღნიშნული ფაილი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციებში.
დიდი მადლობა
მოგესალმებით, მაგისტრალური მაღალი წენვის ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, მისაღები გამოცდილებაა თქვენთვის
მოგესალმებით, დიახ მისაღებია.
მადლობა დაზუსტებისთვის.
მოგესალმებით სატენდერო დოკუმენტაციის პირველადი გაცნობის შემდგომ გვაქვს შემდეგი შეკითხვა: დოკუმნტში: 043-BID-22 სატენდერო განაცხადი (გოლფ კლუბიდან ტაბახმელას რეზერვუარამდე წყალსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაცია), პუნქტში, 1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება, ნახსენებია, რომ კონკურსი ტარდება 2 ლოტად. როგორც აღნიშნულ დოკუმენტში, ასევე საპროექტო დოკუმნტაციაში სამუშაოები გაწერილია 7 ლოტად კერძოდ: ლოტი N1: ტაბახმელას II აწევის სატუმბო სადგურის მშენებლობა ლოტი N2: დ=630მმ ქსელის მოწყობა პკ 0+00-დან პკ 14+05-მდე ლოტი N3: დ=630მმ ქსელის მოწყობა პკ 14+05 (00+00)-დან პკ 42+34 (28+29)-მდე ლოტი N4: ტაბახმელას III აწევის სატუმბოს სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა ლოტი N5: დ=630მმ ქსელის მოწყობა პკ 43+21 (00+00)-დან პკ 59+78 (16+57)-მდე ლოტი N6: დ=630მმ ქსელის მოწყობა პკ 59+78 (00+00)-დან პკ 73+70 (13+92)-მდე ლოტი N7: დ=355მმ ქსელის მოწყობა შინდისისკენ პკ 00+00-დან პკ 29+57-მდე გთხოვთ განგვიმარტოთ ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებიდან რომელ ლოტებს მოიცავს ეს ტენდერი?
მოგესალმებით, სატენდერო განაცხადში კონკურსის ლოტების რაოდენობა უნდა ეწეროს 7. სამწუხაროდ შეცდომით არის ჩარჩენილი ციფრი ორი. აღნიშნული შეცდომა ორშაბათს გასწორდება.
დიდი მადლობა
მოგესალმებით, როდის აპირებთ დოკუმნტაციის ატვირთას
მოგესალმებით, ტენდერის აღწერის გვერდზე ბოლოში მოცემული შემდეგი ჩანაწერი, სადაც ბმულის საშუალებით შეძლებთ ყველა დოკუმენტაციის გადმოწერას. სრული სატენდერო დოკუმენტაცია გადმოწერეთ შემდეგი ბმულიდან: https://bit.ly/3SXfTGB Password: gwp12345