
5 ივლისი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1502 - Company profiling and value chain assessment of Georgia’s Post-production industry
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.
ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 5.07.2016 -ის 18:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- სახელი, გვარის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
- ტენდერის დასახელება : Company profiling and value chain assessment of Georgia’s Post-production industry;
- წარწერა ,,კონფედენციალურია";
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა,
0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 13.2144.7-008.00
და აგრეთვე ნომერი 83233304
და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).
დანართებში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
- დანართი 1 - სამუშაოს აღწერა;
- დანართი 2 - შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა;
- დანართი 3 - შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა;
შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
ტელ. ნომერი 995 32 2 201802
Eteri.konjaria@giz.de
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 07.07.2016 -სთვის.