ჩაბარების ვადა:

1 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15077 - ტენდერი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“
(„შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოებზე - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს „ევექსის ჰოსპიტლები“. 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 1 ნოემბერი 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 25 ოქტომბერი 2022
  • სატენდერო წინადადებების მიღება 1 ნოემბერი 2022
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა  8 ნოემბერი 2022
  • ხელშეკრულების გაფორმება 15 ნოემბერი 2022

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 1 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_nonmedequipment@evex.ge 577640044 დავით მოსიძე, 551501149 მარიამ ჩუტკერაშვილი, 598182763 გიორგი ფცქიალაძე, 591777787 ანა არქანია

დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, ერთი ან რამდენიმე პოზიცია სმეტიდან  თავად შეისყიდოს და მიაწოდოს შემსრულებელს. 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ტენდერი სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ტენდერი
დანართი #1 All In One - For Tender Without Hitting დანართი #1 All In One - For Tender Without Hitting
დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი 4 - აფიდატივი დანართი 4 - აფიდატივი
დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულება დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულება
ზუგდიდი I სართული ზუგდიდი I სართული
ზუგდიდი II სართული ზუგდიდი II სართული
ზუგდიდი III სართული ზუგდიდი III სართული
ზუგდიდი IV-V სართული ზუგდიდი IV-V სართული
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 ოქტომბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა