ჩაბარების ვადა:

4 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15131 - ტენდერი ქალაქ თბილისში არსებული ჰოსპიტლებისთვის, პაციენტების კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერს ქალაქ თბილისში არსებული ჰოსპიტლებისთვის, პაციენტების კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“ და შპს "კავკასიის რეგიონული ცენტრი".

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 4 ნოემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    -ტენდერის გამოცხადება - 28 ოქტომბერი 2022 წ.
    -სატენდერო წინადადებების მიღება - 4 ნოემბერი 2022 წ.
    -გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა - 11 ნოემბერი 2022 წ.
    -ხელშეკრულების გაფორმება - 18 ნოემბერი 2022 წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები შესყიდვის ობიექტი:

  • სს „ევექსის ჰოსპიტლები“ -  პაციენტების კვებით უზრუნველყოფა
  • შესასყიდი საკვების მენიუს ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვაში (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).
  • საკვების მიწოდება მოხდება დღეში სამჯერადად (საუზმე, სადილი, ვახშამი) კვებას კვირაში შვიდი დღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან.

პროდუქციის მიწოდების ადგილი:  

  • სს“ევექსის ჰოსპიტლები“ და შპს "კავკასიის რეგიონული ცენტრი". დეტალური მისამართებისთვის იხილეთ დანართი #6 - ჰოსპიტლების მისამართები

სატენდერო მოთხოვნები:

  • საკვების მიწოდება მოხდება დღეში სამჯერადად  (საუზმე, სადილი, ვახშამი) კვირაში შვიდი დღე, წინასწარ შეთანხმებული კვების რაციონის მიხედვით, შესაბამისი პროფილის/ასაკის პაციენტებისთვის. 
  • მენიუ უნდა იყოს კვირის განმავლობაში ცვლადი.
  • გამარჯვებული კომპანია შეკვეთას მიიღებს მეილის საშუალებით. 
  • დამზადებული საკვების ტრასპორტირება უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ. ტრანსპორტირების დროს არ უნდა დაირღვეს კვების სანიტარული და ტემპერატურული ნორმები.
  • საკვები უნდა იყოს მოწოდებული ერთჯერად ჭურჭელში, რომლითაც საკვები შეინარჩუნებს თბილ ტემპერატურას და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი ღუმელში მოთავსება გასათბობად.
  • რეანიმაციული კვების შემთხვევაში ყველაფერი უნდა იყოს დაბლენდერებული,   ცალ-ცალკე სახეობებად, მუყაოს სასუპეებში. 
  • სავალდებულოა საკვები დამზადებული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების სრული დაცვით. მოწოდებული საკვები უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანისთვის საჭირო მისაღებ ენერგეტიკული ღირებულების ნორმებს.

სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული მენიუების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან სს“ევექსის ჰოსპიტლები“, და შპს "კავკასიის რეგიონული ცენტრი"  გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ ორგანიზაციას მოეთხოვება წინასწარ შეთანხმებულ დღეს წარმოადგინოს სატესტოდ კვების სრული ერთი დღის მენიუ (საუზმე, სადილი, ვახშამი), მოთხოვნილ ჭურჭელში.
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან,  3 (სამი) თვიანი კონსიგნაციის გათვალისწინებით.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი საქონლის ფასი
  • მიწოდების პირობა
  • გადახდის პირობა
  • შემოთავაზებული პროდუქტის და შეფუთვის ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

შემსყიდველის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;

კონტრაქტორის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და  მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხზე;

პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

  • მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ. 

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით)
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ს სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში;
  • სამზარეულოს რამდენიმე სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოსურათი, სადაც მზადდება საკვები  
  • სატრანსპორტო საშულების რამოდენიმე რაკურსით გადაღებული ფოტოსურათები
  • საკვების შეფუთვის/მოსათავსებელი ჭურჭლის ფოტომასალა
  • ხარისხის სერთიფიკატი კვებაში ISO 22000 (არსებობის შემთხვევაში)
  • თანამშრომელთა საერთო რაოდენობა.
  • მზარეულების საერთო რაოდენობა

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის  მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 4 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_nonmedequipment@evex.ge 577640044 დავით მოსიძე, 551501149 მარიამ ჩუტკერაშვილი, 598182763 გიორგი ფცქიალაძე, 591777787 ანა არქანია

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა