ჩაბარების ვადა:

18 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T15148 - ტენდერი სხვადასხვა პროდუქციის შიდა გადაზიდვებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებების წარდგენის განახლებული ვადაა 2022 წლის 18 ნოემბერი, 18:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.  

გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით კარფური ეძებს კომპანიას, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის მიწოდებაზე, როგორც კარფურის ფილიალებიდან, ისე მომწოდებლების საწყობიდან სერვის ცენტრამდე ან მომხმარებლამდე , რაშიც იგულისხმება სახლში კონკრეტულ მისამართზე და არა კორპუსთან.

მოვალეობები:

  • პროდუქციის გატანა საწყობიდან;
  • პროდუქციის მიწოდება მომხმარებელთან;
  • მიღება-ჩაბარების გაფორმება მომხმარებლთან;
  • პროდუქციის შემოწმება მომხმარებლის თვალწინ;
  • პროდუქციის წაღება სერვის ცენტრში;
  • დღის განმავლობაში 15-20 მისამართზე მისვლა თბილისი მოლის ან ისტ პოინტის მაღაზიებიდან;
  • იშვიათ შემთხვევაში ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის მაღაზიებიდან მიწოდება;

დამატებითი სერვისები  (არ არის აუცილებელი მოთხოვნა):

  • ავეჯის აწყობა;
  • ტექნიკის მონტაჟი (კონდიციონერების გარდა);

ტარიფები:

  • ქალაქის მასშტაბით მიწოდების ფასი უნდა განისაზღვოს ყუთის ზომის ან წონის მიხედვით;
  • ქალაქგარეთ მიწოდების შემთვევაში კილომეტრაჟი;
  • პროდუქციის მიწოდება მაღაზიიდან მისამართამდე - 30 კმ - ის რადიუსში არ უნდა შედიოდეს დამატებით კილომეტრაჟში;
  • სართულებზე ტვირთის ატანის ღირებულება (გადაიხდება მხოლოდ ლიფტის გაუმართაობის შემთხვევაში);
  • მოცდის დრო: დასაშვები დრო + თანხა თითოეულ წუთზე;

გადასაზიდი კატეგორიები:
ტექნიკა:

  • მაცივარი
  • სარეცხის მანქანა
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა
  • გაზქურა
  • ტელევიზორი
  • კონდიციონერი
  • ჩასაშენებელი ტექნიკა

ავეჯის შემთევვაში:

  • მაგიდა 2 სკამით;
  • მაგიდა 4 სკამით;
  • მაგიდა 6 სკამით  ;
  • ზემოთ ნახსენები მაგიდების ტიპი + ქოლგა ან სხვა აქსესუარი;
  • საქანელა სხვადასხვა ზომის;
  • კუთხის დივანი+ მაგიდა+პუფი ან სავარძლები;
  • დივანი;
  • ტენტი;
  • ქოლგა;

სპორტის სექციიდან:

  • ველოსიპეტი;
  • ტრენაჟორი;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 18 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მიხეილ ცოტნიაშვილი
მობ: 595181814
ელ. ფოსტა: mtsotniashvili@mafcarrefour.com

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა