
ჩაბარების ვადა:
13 ივლისი 2016, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT1522 - ფასთა გამოკითხვა 1000 ცალი სამედიცინო ხალათის მოწოდებასა და მასზე ლოგოს ბეჭდვის მომსახურებისთვის
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
UNICEF Tbilisi აცხადებს ფასთა გამოკითხვას 1000 ცალი სამედიცინო ხალათის მოწოდებასა და მასზე ლოგოს ბეჭვდის მომსახურებისთვის.
ტენდერის შესახებ სრული ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
- წინადადება სხვა ვალუტაში ან სხვა ფორმაში არ იქნება განხილული;
- ჩვენი ორგანიზაცია, როგორც დიპლომატიური სტატუსის მქონე და საგადასახადო კოდექსით დღგ-საგან განთავისუფლებული სამსახური, ანგარიშსწორებას აწარმოებს მხოლოდ დღგ-საგან თავისუფალი თანხის საბანკო გადარიცხვით.
სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:
- საერთო ფასს ლარებში თითოეულ პოზიციისათვის ადგილზე მიტანით;
- საერთო ფასი ლარებში;
- შეკვეთის მიწოდებისათვის საჭირო დღეების რაოდენობას;
- წინადადების (ფასი+მიწოდების დრო) მოქმედების ვადას;
- წარმოდგენილი დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პიროვნების სახელსა და თანამდებობას;
- ხელმოწერა და ორგანიზაციის ბეჭედი.
მთლიანი თანხის გადახდა მოხდება მხოლოდ პროდუქციის მიღების დადასტურების შედეგად.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ შეავსოთ დანართის სახით წარმოდგენილი ფორმა და დალუქული კონვერტით მოათავსოთ სატენდერო ყუთში, რომელიც მდებარეობს გაეროს სახლის პირველ სართულზე, ერისთავის 9 ნომერი, თბილისი საქართველო, ა.წ. 13 ივლისი 15.00 საათამდე. წინადადებების გახსნას შეუძლია დაესწროს ერთი წარმომადგენელი თითოეული ორგანიზაციიდან.