ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15233 - ტენდერი აპარტ სასტუმროს მშენებლობის სრული პროექტის მომზადებას და მშენებლობის მართვა-მონიტორინგის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯინო ველნეს გრუპი“ აცხადებს ტენდერს სასტუმროს მშენებლობის სრული პროექტის მომზადებასა და მშენებლობის მართვა-მონიტორინგის სამუშაოებზე.

ტენდერი მოიცავს ორ ეტაპს.

I ეტაპი - (07.11.2022 – 21.11.2022)

კონკურსში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი (მინიმუმ სამი);
  • ფინასური ბრუნვა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი (აუცილებელია მითითებული იყოს დაწყებისა და დასრულების ვადები);
  • ქვეკონტრაქტორების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ცნობა სასამართლოდან, რომ პრეტენდენტის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სამართალწარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

II ეტაპი - (28.11.2022-20.01.2023)

  • I ეტაპში შერჩეულმა კანდიდატებმა დამკვეთთან კონსულტაციებისა და მიწის გეოლოგია გეოდეზიის მიღების შემდეგ უნდა მომზადონ საპროექტო შენობის კონცეფცია დანართი N1-ში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, მოცულობები, ვიზუალიზაცია (სამუშაო კონცეფტუალური ვარიანტი), ტერიტორიის კეთილმოწყობის, შენობისა და შიდა ფართების რენდერები, რისი შეთანხმების შემდგომ :
  • კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ პროექტისათვის საჭირო სრული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო მიმართულებას, როგორიცაა
    - ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი.
    - პროექტის არქიტექტურული ნაწილის სრული პროექტი (გეგმები, ფასადები, ინტერიერისა და ექსტერიერის ვიზუალიზაცია/რენდერების ბოლო ვარიანტი)
    - კონსტრუქციული ნაწილი.
    - მშენებლობის ორგანიზაციისა და შრომის უსაფრთხოების პროექტები, შესაბამისი გეგმა-გრაფიკით.
    - კომუნიკაციების/საინჟინრო ქსელების პროექტები: წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრე სისტემა, ელ-მომარაგება, სახანძრო უსაფრთხოების, სიგნალიზაციის სისტემების, სამეთვალყურეო კამერების, სუსტი დენების ქსელის, პარკირების, პროექტები.
    - დამატებითი პროექტები, რაც აუცილებლად საჭიროა პროექტის სრულყოფილად რეალიზაციისთვის.
  • მნიშვნელოვანია რომ შენობა ფუნქციონალურად იყოს სწორად დაგეგმარებული, პროექტის განსახორციელებელი ხარჯები მაქსიმალურად ოპტიმიზირებული.
  • წარმოდგენილი სატენდერო მასალების განხილვის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.

ტენდერში მონაწილეობისათვის საჭიროა, 21 ნოემბრამდე I ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 21 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
გვანცა გვარამაძე
მობ: 544 44 54 64
ელ. ფოსტა: ggvaramadze@ginoparadise.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 ნოემბერი 2022 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა