ჩაბარების ვადა:

11 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15245 - ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო აცხადებს ტენდერს ტაქსით მომსახურების შესყიდვაზე.

შემოწმების გავლისთვის საჭირო დოკუმენტებისა და კომერციული წინადადებების მიღების ვადა: არაუგვიანეს 2022 წლის 11 ნოემბრისა (ჩამონათვალი მითითებულია მე-9 პუნქტში).

  • პოტენციური მიმწოდებლები: (შემდგომში - მონაწილეები) PepsiCo-ს მისამართზე კომერციული წინადადების გაგზავნით ადასტურებენ მოცემულ მოთხოვნაში მოყვანილ თანამშრომლობის პირობებზე თანხმობას და გამოთქვავენ მზადყოფნას იმისათვის, რომ დაიწყონ მუშაობა წარმოდგენილი კომერციული წინადადების პირობებით. ორგანიზატორს უფლება აქვს მოცემულ მოთხოვნაში მოყვანილი მოთხოვნები დამატებით დააზუსტოს.
  • კონფიდენციალურობა: წინამდებარე დოკუმენტი შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. თითოეული პოტენციური მომწოდებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მიწოდებულია PepsiCo-ს მიერ დოკუმენტების სახით ან ზეპირი ფორმით. ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულია PepsiCo-სთვის თითოეული პოტენციური მომწოდებლის მიერ, ასევე ითვლება კონფიდენციალურად და ის გამოყენებული იქნება PepsiCo-ს მიერ, მხოლოდ მიღებული კომერციული წინადადებების შეფასებისთვის. ასევე, სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად, მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას კონფიდენციალურობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწოდებლის დოკუმენტები კომიტეტის განხილვაზე არ დაიშვება.
  • პოტენციურმა მიმწოდებელმა, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას შესარჩევ პროცესში, უნდა წარმოადგინოს დოკუმენტების 2 პაკეტი:
    - პირველი პაკეტი - დოკუმენტები სანდოობის და ფინანსური მდგომარეობის შემოწმებისთვის, თანახმად ქვემოთმოყვანილი ჩამონათვალისა, წარმოდგენილ უნდა იქნას მიმდინარე წლის, არაუგვიანეს 11 ნოემბრისა 
    - მეორე პაკეტი - კომერციული წინადადება, წარმოდგენილი უნდა იქნას მიმდინარე წლის, არაუგვიანეს 11 ნოემბრისა

პოტენციურმა მომწოდებელმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ტრანსფერი აეროპორტიდან - ფიქსირებული ტარიფი ქ. თბილისის ნებისმიერი წერტილში/ ავტოსადგომის ღირებულება. 
  • მგზავრობა აეროპორტში - ფიქსირებული ტარიფი ქ. თბილისის ნებისმიერი წერტილიდან 
  • მგზავრობა თბილისში და მის შემოგარენში (სტარტი): 
  • მინიმალური მგზავრობა თბილისი 1 კმ: 
  • მინიმალური მგზავრობა ფონიჭალა 1 კმ: 
  • ქალაქგარეთ (ერთი მიმართულება) 1 კმ 
  • ლოდინის დრო ქალაქში 1 წთ 
  • ლოდინის დრო ქალაქგარეთ 1 წთ 
  • ფიქსირებული მიმართულება:
    - ფონიჭალა - რუსთავი, რუსთავი - ფონიჭალა; ფიქსირებული მიმართულება:
    - საბურთალო (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან) - ფონიჭალა, ფონიჭალა - საბურთალო.

მიუთითეთ, თუ კომპანია არ არის დღგ–ს გადამხდელი. 

ხელშეკრულება: წინამდებარე მოთხოვნაში PepsiCo ახდენს იმ ხელშეკრულების პროექტის ფორმალიზებას, რომელიც დადებული იქნება გამარჯვებულთან შერჩევის შედეგების მიხედვით. მონაწილის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კომერციული და სხვა პირობებისთვის ხელმოსაწერ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების საქონლის/მომსახურეობების სპეციფიკაცია და მიწოდების პირობები შესაძლებელია დაზუსტებული იქნას მხარეების (მონაწილე და PepsiCo) მიერ ხელშეკრულების დადების სტადიაზე. 

წინადადების წარდგენის მეთოდი: 

  • მე-4-ე პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით, წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით 
  • კომერციული წინადადებები, რომლებიც წარდგენილია წინამდებარე მოთხოვნების დარღვევით, კომიტეტის მიერ არ განიხილება. 

კონტაქტები:
HR დეპარტამენტი
რუსუდან სიმონგულაშვილი rusudan.simongulashvili@pepsico.com
მარიამ ზაქარაია Maria.zakaraia@pepsico.com
ტელ.: +995 32 2611 000 
მობ. +995 595590184

ხარჯები: მონაწილე გაიღებს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენასთან, ხოლო ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი ამ ხარჯებზე. 

სანდოობის შემოწმებისთვის საჭირო იმ დოკუმენტაციის შემადგენლობა, რომელიც ექვემდებარება წარდგენას:

  • კომპანიის წესდება;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან/მოწმობა კომპანიის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ;
  • ცნობა, საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სამართალწარმოება გადახდის უუნარობის შესახებ

წინადადებებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო თარიღი და დრო 2022 წლის 11 ნოემბერი 18:00-მდე ელექტრონულ მისმაართზე Rusudan.simongulashvili@pepsico.com / Mariam.zakaraia@pepsico.com

საუკეთესო წინადადების შერჩევის კრიტერიუმები. მონაწილეთა წინადადებები შეფასდება კომიტეტის მიერ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით:

  • ფასი; (ფასდაკლება მომსახურებაზე)
  • გადახდის პირობები, კონსიგნაციის ვადა და მოცულობა;
  • ვბდ-სთან მუშაობის გამოცდილება, ბაზრის მონაწილის რეპუტაცია;
  • შესაბამისობა ვბდ/პეპსიკო-ს შიდა ნორმატიული დოკუმენტების და პოლიტიკის მოთხოვნებთან;
  • საჭირო ხარისხის უზრუნველყოფა, პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე ხანგრძლივვადიანი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შესაძლებლობა; 

შერჩევის პროცედურის კომიტეტის და ორგანიზატორის უფლებები და მოვალეობები: ორგანიზატორს უფლება აქვს დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები მონაწილეებს. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები კომერციულ წინადადებებში წარმოადგენენ არასანდო ან არასაკმარის ინფორმაციას, ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაუშვას ისინი შერჩევის და შეფასების პროცედურაში მონაწილეობისათვის მისი ჩატარების ნებისმიერ ეტაპზე. პროცედურის დასრულების შემდეგ ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას შეატყობინოს მონაწილეებს პროცედურის შედეგების შესახებ. პროცედურის კომიტეტი და ორგანიზატორი იტოვებენ უფლებას, მონაწილეებისთვის არ გააკეთონ კომენტარები კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუტების შესახებ. კომერციული წინადადებების წარდგენის ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე, ორგანიზატორს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან მონაწილეთა მოთხოვნების შედეგების მიხედვით შეიტანოს ცვლილება დოკუმენტაციის შემადგენლობაში შერჩევის და შეფასების ჩატარებისთვის და ამ ცვლილებათა შესახებ წერილობით აცნობოს ყველა მონაწილეს. 

შედეგების გადახედვა: თუ თანამშრომლობის პერიოდში, გამარჯვებული რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს შეასრულოს პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია მისი კომერციული წინადადებით, მოთხოვნის შემსრულებელი ასეთ პირობებში შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი სხვა მონაწილე, შერჩევის და შეფასების პროცედურის დამატებითი გამოცხადების გარეშე, თუკი მოთხოვნის შესრულების მისი პირობები აკმაყოფილებენ მოთხოვნის პირობებს მიმდინარე მომენტში. 

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები