ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15262 - ტენდერი დიზელ გენერატორების სერვისულ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ბალანსზე არსებული დიზელ გენერატორების სერვისული მომსახურება.

კონკრეტული დავალება:

  • შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ბალანსზე არსებული დიზელ გენერატორების სერვისული მომსახურება, რისთვისაც: 
  • პრედენტენტი კომპანია უნდა ფლობდეს გენერატორების ქარხნის მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრს საქართველოში; 
  • პრედენტენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს გენერატორების ქარხნის მიერ სერთიფიცირებული მინიმუმ 5 ინჟინერი;
  • პრედენტენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს მინიმუმ 1 ინჟინერი რომელიც წლის განმავლობაში ყოველთვის იქნება აჭარის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში გამოძახებიდან 1 საათის ვადაში გამოცხადდება აჭარაში არსებულ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ობიექტზე (დღეღამის ნებისმიერ დროს);
  • პრედენტენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს მინიმუმ 1 ინჟინერი რომელიც წლის განმავლობაში ყოველთვის იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე და საჭროების შემთხვევაში გამოძახებიდან 1 საათის ვადაში გამოცხადდება სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ნებისმიერ ობიექტზე (დღეღამის ნებისმიერ დროს);
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს თბილისის სერვის ცენტრში შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ხელთ არსებული გენერატორების ორიგინალი სათადარიგო ნაწილები, როგორებიცაა: სენსორები, მართვის პანელები, სტარტერები, წყლის პომპები აკუმლატორის დამტენები და ასე შემდეგ; 
  • კომპანიის მიერ ყოველთვიურად უნდა კონტროლდებოდეს გენერატორებში ზეთის დონე და გაგრილების სისტემაში არსებული სითხის დონე და ვარგისიანობა რაც დადასტურდება კომპანიის ინჟინრის მიერ შევსებული ინსპექტირების აქტით; 
  • გენერატორებში ზეთის და ანტიფრიზის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში კომპანიამ დროულად, ხარისხიანად და თავისი ხარჯებით უნდა მოახდინოს სერვისის შესრულება გენერატორების მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად; 
  • გენერატორებზე სერვისის ჩატარება უნდა მოხდეს მხოლოდ ქარხნის მიერ სერთიფიცირებული ინჟინრის მიერ;
  • გენერატორების დაზიანების შემთხვევაში კომპანიის სერთიფიცირებული ინჟინრის გამოცხადება ობიექტზე უნდა მოხდეს მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში;
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს მინიმუმ 1 სერთიფიცირებული ინჟინერი გენერატორების მართვის პანელების მწარმოებელი ქარხნიდან, კერძოდ (DATAKOM) , ვინაიდან ყველა გენერატორზე დამონტაჟებულია DATAKOM-ის ბრენდის მართვის პანელი;
  • პრეტენდენტი კომპანია ვალდებულია საავარიო სერვისზე რეაგიება და ობიექტზე სერთიფიცირებული ინჟინრის გამოგზავნა მოახდინოს 24 საათის განმავლობაში;
  • პრეტენდენტი კომპანიის ინჟინრების ტრანსპორტირების, სამივლინებო და სხვა ყველა ხარჯები სრულად ფინანსდება პრეტენდენტი კომპანიის მიერ;
  • გენერატორების ზეთს, ფილტრებს და სხვა საცხებ საპოხ მასალებს რომელიც საჭიროა გეგმიური სერვისის შესასრულებლად კომპანიას უნდა მიაწოდოს დამკვეთმა.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება: 
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში მუშაობისა, რაც დადასტურდება ხელშეკრულებებით რომელიც გაფორმებული აქვს სხვადასხვა კომპანიებთან საქართველოში დიზელ გენერატორების სერვუსულ მომსახურებებზე;
  • კომპანიამ უნდა წარადგინოს მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი კომპანიებისგან რომლებთანაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები დიზელ გენერატორების სერვისულ მომსახურებაზე; 

გადახდის პირობები: ყოველთვიურად

ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე 

ხელშეკრულების ვადები: 1 წელი 

საგარანტიო პირობები: ხარისხიანად და პროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაო 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 16 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
მიხეილ გრიშაშვილი
მობ: 577 15 88 99 

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა