ჩაბარების ვადა:

18 ნოემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15263 - ტენდერი სამშენებლო ტექნიკით მომსახურებაზე - სულ ჯამში 7 ლოტი

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 18 ნოემბერი, 17:00 სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს ტენდერს სამშენებლო ტექნიკით მომსახურებაზე - სულ ჯამში 7 ლოტი.

(ექსკავატორები, თვითმცლელები, ნახევრად სატვირთო მიკროავტობუსები, სასმელი წყლის წყალმზიდი ტექნიკა, ევაკუატორი და ლაფეტი, ამწე კალათა, კროტი (მიწისქვეშა საბურღი ტექნიკა)

დანართ N1-ში მოცემულია დასაქირავებელი ტექნიკის დასახელება, რაოდენობა და ინფორმაცია სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით:

  • ლოტი 1 - ექსკავატორებით მომსახურება;
  • ლოტი 2 - თვითმცლელებით მომსახურება;
  • ლოტი 3 - ნახევრად სამგზავრო - ნახევრად სატვირთო მიკროავტობუსებით მომსახურება;
  • ლოტი 4 - სასმელი წყლის წყალმზიდი ტექნიკით მომსახურება (წყლის ცისტერნა);
  • ლოტი 5 - ევაკუატორი და ლაფეტით მომსახურება;
  • ლოტი 6 - ამწე კალათით მომსახურება;
  • ლოტი 7 - კროტით მომსახურება (მიწისქვეშა ბურღვითი მომსახორება);

პრეტედენტს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა როგორც ერთ რომელიმე ლოტზე ასევე ყველა სხვა დანარჩენ ლოტებზეც. ასევე პრეტედენს აქვს უფლება სრულად არ დააკმაყოფილოს ტექნიკების მოთხოვნილი სრული სამიზნე რაოდენობა და დააფიქსიროს ფასი მხოლოს ერთი ან რამოდენიმე ტექნიკის ყოლის შემთხვევაშიც.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, 30 დღიანი საკონსიგნაციო პერიოდის გავლის შემდგომ გაფორმებული მიღება-ჩაბარებების საფუძველზე.

პრეტენდენტის ტენდერში წარმოსადგენი მონაცემები:

  • ინფორმაცია პრეტედენტის შესახებ  (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • გავლილი ტექ-დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა:

  • ტენდერში წარმოდგენილი პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • სამუშაო პროცესში ტექნიკა თუ გამოვიდა მწყობრიდან და ვერ განაგრძო მუშაობა, შემსრულებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს ტექნიკა არაუგვიანეს ერთი საათისა ან იმ დღის მომსახურება საფასური დამკვეთის მხრიდან არ ანაზღაურდება.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ტენდერის ფარგლებში დაიდება ჩარჩო ხელშეკრულება 12 თვის ვადით.

სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დამკვეთი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • დამკვეთი, გამარჯვებულ შემსრულებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. დამკვეთი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • დამკვეთი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამკვეთი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 18 ნოემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა