ჩაბარების ვადა:

26 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15269 - ტენდერი შესაღობი მასალის მიწოდება და ღობის დამონტაჟებაზე გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 26 დეკემბერი. გთხოვთ იხილოთ ტენდერში და ვებ-გვერდზე ხელეხლა ატვირთული სრული სატენდერო დოსიე, ახალი ცვლილებებით. გთხოვთ განსაკურებული ყურადღება მიაქციოთ ახალ ვადებს ( იხ. დოკუმენტი - დანართი N1 - Tender Dossier Fencing_027RECC-G-FAO_vrs4), ცვლილებები არის შეტანილი როგორც ტექნიკურ და ფინანსურ დოკუმენტაციებში.

ტენდერის აღწერილობა:

არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს შესაღობი მასალის მიწოდება და ღობის დამონტაჟებაზე გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

ტენდერის დასახელება: შესაღობი მასალის მიწოდება და ღობის დამონტაჟება გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა (GEF) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ მხარდაჭერილი პროექტის  („საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“) ფარგლებში

ტენდერის No.: 027RECC/G/FAO-[BL-5650-03]-No.01-2022

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 26 დეკემბერი

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ღია ტენდერს შესაღობი მასალის მიწოდებასა და დამონტაჟებაზე ორ ლოტად:

  • ლოტი 1. შესაღობი მასალის მიწოდება
  • ლოტი 2. შესაღობი მასალის დამონტაჟება (შეღობვა)

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ოფისიდან, ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13., თბილისი 0179 და აგრეთვე ამავე ვებ-გვერდიდან: https://rec-caucasus.org/announcements-vacancies/announcements

  • ტენდერთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 25 ნოემბერს (14:00 სთ) კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) შენობაში (მისამართი: ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13, თბილისი 0179) – ინფორმაცია აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრის თაობაზე იხილეთ აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და ასევე, განმარტებები/შეკითხვებზე პასუხები თანდართულია დანართის სახით (დანართი N4 - Questions and Answers_2022-11-28), ასევე გამოქვეყნებულია ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე.

ხელმოწერილი სატენდერო წინადადების (დანართი N2 - Model-TenderForm-Full-Version_PDF) წარმოდგენა უნდა მოხდეს ამობეჭდილი სახით, შემდეგ მისამართზე: REC Caucasus - Badri Shoshitaishvili Str. 13 0179 Tbilisi, Georgia (დეტალური ინფორმაციისთვის იხელეთ დანართი N1 - Tender Dossier Fencing_027RECC-G-FAO_vrs4)

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები