ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15272 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული და არ შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment.

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭირო იქნება საქართველოს მასშტაბით, თუმცა სამუშაოთა უმეტესობა იგეგმება თბილისში. მოცემული სამუშაოების შესასრულებლად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება 01.01.2023-დან 1 წლის ვადით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
  • ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ნიჟარაძე
ტელეფონი: +995 551 555234
E-mail: tenders@silknet.com; gnizharadze@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო #7

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ  მოიძიოთ  ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები