ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T15311 - ტენდერი პრობლემური აქტივების მართვაზე საქ.მაშტაბით

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს ტენდერი პრობლემური აქტივების მართვაზე საქ.მაშტაბით.

ძირითადი მოთხოვნები:  

გარე კომპანია, რომელიც იმუშავებს ბანკის პრობლემური პორტფელზე და საქმიანობას წარმართავს ეროვნული ბანკის ეთიკის კოდექსის მიხედვით (იხ. https://nbg.gov.ge/legal-acts/acts/243). ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანიას მოეთხოვება პასუხისმგებლობის დაზღვევის ქონა.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • სპეციფიკაცია

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან 
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი თანდართული სპეციფიკაციის გათვალისწინებით
  • ამონაწერი კრედიტ ინფოდან 
  • ანგარიშსწორების პირობები

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების  ვადა განისაზღვრება  2 წლით.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და ბანკის პირველ სართულზე არსებულ მიმღებში დატოვოთ.
  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 ნოემბერი 2022 წელი 16:00 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ფატიმა აქუბარდია
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
ნიკოლოზ სარალიძე
სესხების რიქავერი და სასამართლოსთან ურთიერთობის ჯგუფი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1270) 
E-mail: nikoloz.saralidze@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79100000 იურიდიული მომსახურებები