29 ნოემბერი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T15403 - ტენდერი ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 21 ნოემბერი 2022 დრო 18:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 29 ნოემბერი 2022 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 და შპს მეტრო სერვის + ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | მომხმარებელი | 
| შპს დაირექტ დებიტ ჯორჯია - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა | 350-დან 400-მდე | 
| შპს მეტრო სერვის + - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა | 250-დან 300-მდე | 
ადამიანური რესურსების მართვის სისტემის იმპლემენტაციის მიზანი:
- თანამშრომელთა ადმინისტრირების ავტომატიზაცია
 - თანამშრომელთა ხელფასის დათვლის ავტომატიზაცია
 - ოპერაციული და ფინანსური რეპორტების ადვილად გენერაცია
 - თანამშრომლების დასწრების (ტაბელი) მართვა
 - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მონაცემთა ბაზების მიგრაცია
 
აუცილებელი მოდულები
HR ადმინისტრაცია: ორგანიზაციის აწყობა:
აღნიშნული სისტემით საშუალებით უნდა განხორციელდეს:
- კომპანიის სტრუქტურის შექმნა და სტრუქტურის სქემის სახით წარმოდგენა
 - სტრუქტურული ერთეულების შექმნა/ცვლილება
 - კომპანიაში არსებული პოზიციების (საშტატო ერთეულები) შექმნა/ცვლილება
 - პოზიციებს შორის დაქვემდებარების განსაზღვრა
 - პოზიციების სამუშაო აღწერილობის აწყობა/მართვა
 
სისტემა უნდა იყოს მომხმარებლის მიერ ადვილად მართვადი და მომწოდებლის ჩაურევლად უნდა შეეძლოს ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციების განხორციელება.
HR პროცესების განხორციელება: სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი პროცესების მართვა
- საშტატო, შტატგარეშე და სარეზერვო თანამშრომლების აყვანა/გაფორმება
 - საგამოცდო ვადის მართვა
 - თანამშრომლის დანიშვნა
 - გადაყვანა/როტაცია
 - სამუშაოს შეთავსება
 - შიდა მივლინებება
 - განთავისუფლება
 - ხელფასის მართვა (დანიშვნა, გაზრდა, შემცირება)
 - ბონუსის მართვა
 - სტაჟიორების აყვანა/მართვა
 
ხელშეკრულებების მართვა და ბრძანებების გენერაცია: ხელშეკრულების ადმინისტრირების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:
- ახალი ხელშეკრულების შექმნა, ვადის გაგრძელება
 - კონტრაქტის ტიპის ცვლილება. შეწყვეტა
 
უნდა არსებობდეს ხელშეკრულების/დანართების და ბრძანებების შაბლონები.
სარგებლის მართვა: გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:
- სარგებლის ისტორიის შენახვა თითოეული თანამშრომლისთვის
 - სხვასასხვა ტიპის სარგებლის გეგმების გაფორმების შესაძლებლობა
 - ინფორმაცია თანამშრომლის სოციალური პაკეტის შესახებ
-დაზღვევა (პირადი, ოჯახური)
-საპენსიო
-სხვ. 
სამუშაო საათების აღრიცხვა: შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი:
- სამუშაო საათების ყოველთვიური აღრიცხვა/რეპორტი;
 - სტანდარტული დასწრების გრაფიკის (კომპანიის ძირითადი სამუშაო გრაფიკი) დაყენება თანამშრომლისთვის;
 - ინდივიდუალური გრაფიკების დაყენების შესაძლებლობა;
 - შესაძლებელი უნდა იყოს გარე ფაილიდან (მაგ: Excel) დასწრების მონაცემების ატვირთვა
 
თანამშრომელთა მობილობა (როტაცია):
- გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი: დაწინაურება; პოზიციური ცვლილება; სტრუქტურული ცვლილება
 
შვებულებები და არყოფნა:
- გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის კოდექსით და კომაპნიის შიდა პროცედურით დადგენილი ყველა სახის შვებულებები და დროებითი არყოფნები (მათ შორის მივლინება).
 
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:
- გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
 - ინფორმაცია, რომელიც ამ ობიექტით იმართება, უნდა მოიცავდეს: დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიცემის თარიღი; ტიპი, მოქმედების ვადა; საფუძველი
 
ხელფასებისა და კომპენსაციების მართვა: სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციონალის გარდა გასათვალისწინებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ასპექტები:
- სახელფასო შკალების შექმნა (რანგები)
 - თანხის დარიცხული და ხელზე ასაღები ოდენობით განსაზღვრა
 - შესაძლებელი უნდა იყოს გარე ფაილიდან (მაგ: Excel) ერთჯერადად გასაცემი კომპენსაციების (მაგ.: გაყიდვების ბონუსი, სხვა დანამატები) ატვირთვა
 
HR სისტემის ძირითადი ფუნქციონალი
პროცესის მიმდინარეობა:
- კომპანიაში საკადრო პროცესების დასტურისთვის აუცილებელია ორდონიანი (ზოგიერთ შემთხვევაში სამდონიანი) ვალიდაცია, შესაბამისად სისტემაში უნდა იყოს ორდონიანი/სამდონიანი ვალიდაციის მექანიზმი.
 
შეხსენებების კონფიგურირება
- სისტემას უნდა ჰქონდეს შეხსენებების მექანიზმი იმისათვის, რომ HR განყოფილების თანამშრომლებს არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი თარიღები.
 - შეხსენებები უნდა აღიძრას შესაბამის თარიღებზე დაყრდნობით და გაიგზავნოს ავტომატურად ელ. ფოსტის საშუალებით.
 
მიმაგრებული ფაილები
- მიმაგრებული ფაილის სახით უნდა ინახებოდეს ელექტრონული დოკუმენტები დასაქმებულებზე.
 - ფაილის ფორმატი უნდა იყოს შემდეგი: Word, Excel, PDF, JPG.
 
ანგარიშგება:
- სისტემა უნდა მოიცავდეს ანგარიშგების მოდულს, რომელშიც შევა HR განყოფილებისთვის აუცილებელი/საჭირო რეპორტები.
 - შესაძლებელი უნდა იყოს ბაზებში არებული მონაცემების მიხედვით ნებისმიერი რეპორტის აწყობა.
 
სახელფასე მოდული: მოდული უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფუნქციონალს:
- სხვადასხვა ტიპის გაცემების დამუშავება:
 - ყოველთვიური ხელფასი (რეგულარული გაცემები)
 - ერთჯერადი გაცემები (წლიური ბონუსი, სხვადასხვა ტიპის დანამატები და ა.შ.)
 - ანაზღაურებადი შვებულების თანხა
 - შვებულებიდან გამოძახება
 - დეკრეტული შვებულება
 - ბიულეტენი
 - საბოლოო ანგარიშსწორება
 - მივლინებები და მასთან დაკავშირებული საავანსო გაცემები
 - ფულადი და არაფულადი სარგებლები (დაზღვევა, იჯარის გადასახადი, ქირა, კომუნალური გადასახადი, მობილური ტელეფონი და ა.შ.)
 - ზეგანაკვეთურის გაცემის წესი და კოეფიციენტი იყოს გაწერილი პროგრამაში და პროგრამა ავტომატურად ითვლიდეს გასაცემ თანხას ნამუშევარი საათების და სხვა საჭირო დეტალების მითითებით. იგივე პრინციპი იყოს მენეჯერული პოზიციის თუ სხვა სტანდარტულ დანამატებზე.
 - სხვადასხვა ტიპის დაქვითვების გაფორმება და გათვალისწინება თანამშრომლებზე სხვადასხვა გაცემების დროს (მაგ.: ზედმეტად გადახდილი ხელფასი და ა.შ.)
 - სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადებზე შეღავათებს (მაგ.: ომის ვეტერანებზე)
 - უნდა ითვლიდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (საშემოსავლო)
 - უნდა აფორმირებდეს შესაბამის ბუღალტრულ საბუთებს
 - უნდა აფორმირებდეს საგადახდო დავალებებს, როგორც თანამშრომლებისათვის, ასევე სარგებლის მომწოდებელ კომპანიებზე (მაგ.: სადაზღვევო კომპანია)
 
მოთხოვნები სისტემის მიმართ:
- სისტემა უნდა იყოს მოქნილი, რათა შესაძლებელი იყოს გაცემების, დაქვითვების, შეღავათების, გადასახადების დამატება (ან ცვლილება). მათზე შესაბამისი დათვლის წესების განსაზღვრა.
 - სისტემის ინტეგრაცია უნდა მოხდეს საბუღალტრო სისტემასთან, რომელშიც უნდა აისახოს, როგორც ბუღალტრული გატარებები, ასევე შესაბამისი თანხის მიმღებების მიმართებაში საგადახდო დავალებები.
 - სისტემას უნდა ქონდეს შესაძლებლობა, არა ლარში დანიშვნის ან გაცემის დროს გაითვალისწინოს ვალუტის კონვერტაციის კურსები
 - ბუღალტრული გატარებების ფორმირებისას, ხარჯად აღიარების გატარებები უნდა დაჯგუფდეს შესაბამისი ხარჯის ტიპისა და ხარჯვის ცენტრის მიხედვით.
 - სისტემას უნდა შეეძლოს აფორმირებდეს შესაბამის უწყისებს, კონკრეტულ გაცემაზე, მითითებულ პერიოდზე, კონკრეტულ თანამშრომელზე
 - უნდა შეეძლოს შემდეგი ანგარიშგების ფორმების ფორმირება: წლიური დეკლარაციის საშემოსავლო სამსახურისათვის და სტატისტიკის ფორმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის.
 - დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობას (დსრ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გამოთვლა (დათვლის წესი - დანართი 4).
 
თანამშრომლის პორტალი: თანამშრომლის პორტალი უნდა მოიცავდეს:
- პირადი ინფორმაციის ნახვა და მართვა
 - ორგანიზაციული ცნობარის ნახვა
 - პირადი და HR დოკუმენტების ნახვა
 - შვებულების მოთხოვნა, შვებულების გამოუყენებელი დღეების რაოდენობის ნახვა
 - გავლილი ტრენინგების/ტესტის შედეგების ნახვა
 - საკუთარი ხელფასებისა და კომპენსაციების ისტორიის დათვალიერება
 - HR განყოფილებიდან სხვადასხვა შეტყობინებების მიღება
 
მენეჯერების პორტალი: მენეჯერების პორტალი უნდა მოიცავდეს:
- დაქვემდებარებულების პირადი ინფორმაციის ნახვა
 - მათი დასწრების მართვა
 - მოთხოვნების დადასტურება
 - მოთხოვნების გაკეთების საშუალება:
-თანამშრომლისთვის ტრენინგის საჭიროების დაფიქსირება
-ვაკანტური პოზიციისთვის კადრის მოთხოვნა 
სატენდერო პირობები: ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 29 ნოემბერი, 15:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97; 
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
 - 48400000 საქმიანი გარიგებებისა და პირადი საქმეების მართვის პროგრამული პაკეტები
 - 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
 - 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
 - 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
 - 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
 - 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები