ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2022, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15537 - ტენდერი მდინარე ხრამის სათავე ნაგებობაზე შახტური ჭების არსებული მდგომარეობის სრული ანალიზისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 დეკემბერი, 15:00 სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მდინარე ხრამის სათავე ნაგებობაზე შახტური ჭების არსებული მდგომარეობის სრული ანალიზისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოების შესყიდვაზე. 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ტენდერით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს მდინარე ხრამის სათავე ნაგებობაზე შახტური ჭების (ორი ერთეული N2 და N7) არსებული მდგომარეობის სრული ანალიზი და სარემონტო სამუშაოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის სახარჯთაღრიცხვო და ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების დოკუმენტაციების მომზადება. გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული საპროექტო დოკუმენტაციები უნდა მოიცავდეს რეიბილიტაციის ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციას, როგორც უშუალოდ ჭების შახტებისა და სხივების, ასევე ტუმბო აგრეგატების/ძრავების, ელექტროობის, მილების და ჭების გამართულად ფუნქციონირებისთვის სხვა აუცილებელი პარამეტრების თაობაზე.
  • აღნიშნული მოკვლევითი თუ ძირეული შესაფასებელი სამუშაოების ჩატარებისათვის საჭიროა აკვალანგების დახმარება, რადგან შახტურ ჭაში არსებული შემომავალი სადებეტო სხივების ურდულები იქბება დასაკეტი.

ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული შახტური ჭები წარმოადგენს მიწისქვეშა წყალაღების ტიპს. მიწის სიღრმეში 32 მ-ით მოწყობილია კამერალური შახტა, სადაც ჰორიზონტალურად მიწის სიღრმეში გაშვებულია ფოლადის მილის სხივები დ-219 მმ. შახტურ ჭას ემსახურება ვერტიკალური ტიპის ტუმბო აგრეგატი. შახტურ ჭაში პროექტით გათვალისწინებულია ორი ასეთი აგრეგატი თუმცა ამ ეტაზე ყველა ჭას ემსახურება მხოლოდ ერთი, სათადარიგოს გარეშე. შახტურ ჭას ემსახურება დამოუკიდებელი საჰაერო ელ სადენი, 400 კვა ტრანსფორმატორი, ძაბვა 380. 

  • შახტური ჭიდან ცენტრალურ სატუმბო სადგურამდე დამწნეხი ხაზი D=300 მმ ფოლადი
  • შახტური ჭის ზედაპირის ნიშნული N2 - 303.49  ; N7 – 297.66
  • ცენტრალური სატუმბი სადგურის ზედაპირის ნიშნული 319.26
  • სატუმბოდან გამომავალი დამწნეხი ქსელის ნიშნული D=800  მმ   316.76
  • მიმღები რუსთავის მე-2 აწევის სატუმბი სადგურის ზედაპირის ნიშნული 318.51

წყალსადენში მომუშავე აგრეგატების მონაცენებია:

  • ძრავი: AB 112-4M,  ძავბა 380, სიმძლავრე 250 კვტ, ბრუნთა რიცხვი 1500. 
  • ტუმბო ტიპი: A-24-18*1 სადაც (18 განსაზღვრავს ჩაძირვის სიღრმეს, ხოლო 1 მუშა თვლის რაოდენობას), აწევის სიმაღლე H-45 მ, წარმადობა Q-1200 მტრ. კუბ/სთ.

პროექტების მომზადების პროცესში კონტრაქტორი დამკვეთს წარუდგენს სამუშაო ვერსიებს შეთანხმებისთვის. დრაფტ ვერსიის მხარეებს შორის განხილვის პერიოდი შეადგენს 10  კალენდარულ დღეს (აღნიშნული პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე).

კონტრაქტორმა უნდა განაახლოს პროექტი დამკვეთის შენიშვნების/კომენტარების გათვალისწინებით და გაუგზავნოს მას საბოლოო დასტურისთვის. სამუშაო ვერსიის განახლების პერიოდი შეადგენს 14 კალენდარულ დღეს (აღნიშნული პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე). პროექტის წერილობითი დადასტურების შემდეგ კონტრაქტორი წარადგენს პროექტის საბოლოო ვერსიას (ორიგინალ და ელ. ვერსიას).

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ჩასატარებელი მოვკლევითი სამუშაოებისთვის საჭირო მოწყობილობის/ტექნიკის უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიამ.
  • აუცილებელია განხორციელდეს კანონმდებლობით არსებული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა შახტაში და წყალქვეშა სამუშაოების მიმდინარეობის დროს.
  • გამარჯვებული კომპანიის მიერ უნდა განხორციელდეს მუშა პროექტის მომზადება, რომელიც ასევე გულისხმობს ხარჯთაღრიცხვის მომზადებას (კრებსითი და რესურსული).
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმებული სადაზღვეო კომპანიასთან, რომელიც უნდა ფარავდეს პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვლილ თანხას. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული ტენდერზე თანდართული განფასების ცხრილი (დანართი N1);

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიდი მუღანლო. ნაკვეთი ს/კოდი  83.07.11.512; 83.07.11.515 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • სრულყოფილად შევსებული ტენდერზე თანდართული განფასების ცხრილი (დანართი N1);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა - 2022 წლის 20 დეკემბერი, 15:00 საათი
წინადადების წარმოდგენის ფორმაქართულ ენაზეელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველიმხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 დეკემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი არსენაშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: garsenashvili@gwp.ge
ტელ.: 599 29 98 01

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 დეკემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა