ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T15539 - ტენდერი #06/12-GIEC-Hydro-S/Steel-Bjhujha-22 ბჟუჟა ჰესის ლითონის მოპირკეთების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს #06/12-GIEC-Hydro-S/Steel-Bjhujha-22 ბჟუჟა ჰესის ლითონის მოპირკეთების დამზადებაზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (დანართი N3);
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა. 
  • შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბჟუჟა ჰესისთვის უქმი წყალსაგდების ლითონის მოპირკეთების საამწყობო ნახაზი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - ბჟუჟა ჰესის ლითონის მოპირკეთების დამზადებადა ნომერი - #06/12-GIEC-Hydro-S/Steel-Bjhujha-22, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 640 074
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 დეკემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები