14 დეკემბერი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T15554 - ტენდერი ჭანჭიკების და ხრახნების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 7 დეკემბერი 2022 დრო 10:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 14 დეკემბერი 2022 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა ზომის ხრანხების და ჭანჭიკების შეყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| დასახელება | ზომის ერთ. | რაოდ. | |
| 1 | გამჭედი ქანჩი ანკერი სოლით 12*150 | ცალი | 150 | 
| 2 | საკისრე - 10 მ | კგ. | 150 | 
| 3 | საკისრე - 12 მ | კგ. | 125 | 
| 4 | საკისრე - 16 მ | კგ. | 350 | 
| 5 | საკისრე - 4 მ | კგ. | 20 | 
| 6 | საკისრე - 5 მ | კგ. | 30 | 
| 7 | საკისრე - 6 მ | კგ. | 50 | 
| 8 | საკისრე - 8 მ | კგ. | 100 | 
| 9 | ქანჩი 10 მ. | კგ. | 250 | 
| 10 | ქანჩი 12 მ. | კგ. | 50 | 
| 11 | ქანჩი 16 მ. | კგ. | 400 | 
| 12 | ქანჩი 4 მ. | კგ. | 10 | 
| 13 | ქანჩი 5 მ. | კგ. | 30 | 
| 14 | ქანჩი 6 მ. | კგ. | 25 | 
| 15 | ქანჩი 8 მ. | კგ. | 25 | 
| 16 | ქანჩი კაპრონიანი 6 მ. | კგ. | 10 | 
| 17 | ქანჩი კაპრონიანი 8 მ. | კგ. | 10 | 
| 18 | შემაერთებელი ქანჩი მ6 | კგ. | 75 | 
| 19 | ჭანჭიკი 10*30 | კგ. | 150 | 
| 20 | ჭანჭიკი 10*70 | კგ. | 250 | 
| 21 | ჭანჭიკი 20*80 | კგ. | 50 | 
| 22 | ჭანჭიკი 4*10 | კგ. | 50 | 
| 23 | ჭანჭიკი 4.2*16 (სამარეზი) | კგ. | 5 | 
| 24 | ჭანჭიკი 6*15 | კგ. | 20 | 
| 25 | ჭანჭიკი 6*40 | კგ. | 50 | 
| 26 | ჭანჭიკი 8*40 | კგ. | 200 | 
| 27 | ჭანჭიკი გლუვთავიანი 8*40 | კგ. | 75 | 
| 28 | ჭანჭიკი გლუვთავიანი 8*60 | კგ. | 50 | 
| 29 | ხრახნი 4*12 | კგ. | 5 | 
| 30 | ხრახნი 4*16 | კგ. | 20 | 
| 31 | ხრახნი 5*16 | კგ. | 20 | 
| 32 | ხრახნი 5*30 | კგ. | 50 | 
| 33 | ხრახნი თავაკების გარეშე (ღერო) 16*2000 | ცალი | 1200 | 
მოწოდების ვადა:
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად - 2023 წელის იანვარში
 - მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
 
ანაზღაურება:
- ნასყიდობის საგნის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
 
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ჩაიდება მუხლი ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით სავალუტო კურსის პროპორციულად.
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 14/12/2022 15:00 საათი
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
- სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
- მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
- დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
- სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 14 დეკემბერი, 15:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97; 
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები