ჩაბარების ვადა:

29 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15667 - ტენდერი საოფისე ინვენტარის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „SmartSoft“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიყიდოს საოფისე ინვენტარი. 

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც მოცემულია სრული ინფორმაცია ინვენტარის შესახებ. წარმოდგენილი ფასები მითითებულია ლარში დღგ-ს ჩათვლით. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გადმოაგზავნონ მითითებულ მეილზე 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება 
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი 
  • ტელეფონი 
  • საბანკო რეკვიზიტები 
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; 
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება; 
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ; 
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება). 

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია 
საკონტაქტო პირი: ვანო ჩარგაზია 
მობ: 598 36 34 14 
E-mail: v.chargazia@smartsoft.ge
მისამართი: Smartsoft gaming, საბურთალო, ვაჟა ფშაველას 71, თბილისი, საქართველო 

შენიშვნები:

  • შპს ,,SmartSoft“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; 
  • შპს ,,SmartSoft“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი